ABEM / CIU მე-10 საერთაშორისო კონფერენცია

კანადის ბიზნესისა და აღმავალი ბაზრების აკადემია (ABEM) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (საქართველო) აცხადებენ სამეცნიერო ნაშრომების, თეზისებისა და შემთხვევის ანალიზის (cases studies) მიღებას თემაზე: „ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მდგრადობის გზით აღმავალი ბაზრების პოტენციალის წარმოჩენა“.
ნაშრომები მიიღება შემდეგი სამი ძირითადი მიმართულებით:
ბიზნესი: მარკეტინგი, განათლება, ოპერაციები, ადამიანური რესურსები, ფინანსები/აღრიცხვა, მარკეტინგული ანალიტიკა, კულტურათაშორისი საკითხები, სოციალური მედია მარკეტინგი, ორგანიზაციული ქცევა, სტრატეგია/მეწარმეობა.
სახელმწიფო სექტორი: ფონდების მოზიდვა, საჯარო პოლიტიკა, ელექტრონული მმართველობა, საერთაშორისო ბიზნესი, საერთაშორისო ურთიერთობები, გენმოდიფიცირებული საკვები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გარემოს მართვა, საჯარო სექტორის მენეჯმენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები (NGOs), სამართალი, პატენტები და გამოგონებები.
საზოგადოება: სოფლის მეურნეობა, ეკოტურიზმი, მდგრადობა, მიკროსაფინანსო სისტემა, სოფლის მარკეტინგი, არამომგებიანი ორგანიზაციები/კოოპერატივები, ჯანდაცვა/მედიცინა, „პირამიდის ქვედა ფენები“ (Bottom of the Pyramid), არაფორმალური ეკონომიკა, ახალგაზრდობა, კვება და საზოგადოება.
სპონსორები:
- ვინიპეგის უნივერსიტეტი, კანადა
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო
- კომენიუსის უნივერსიტეტი, ბრატისლავა, სლოვაკეთი
- ჩრდილო-დასავლეთ უნივერსიტეტი, სამხრეთ აფრიკა
მნიშვნელოვანი თარიღები
- ნაშრომების წარდგენა: 30 მაისი, 2026
- შედეგების გაცნობა: მიმდინარე რეჟიმით
- ადრეული რეგისტრაცია: 30 მაისი, 2026
- სტანდარტული რეგისტრაცია: 30 ივნისი, 2026
- ჩასწორებული ნაშრომების წარდგენა: 30 ივნისი, 2026
- კონფერენციის თარიღი: 4-5 აგვისტო, 2026
გთხოვთ, იხილოთ ABEM 2026 მე-10 კონფერენციის ბროშურა.
ნაშრომების წარდგენა
ორიგინალური ნაშრომების წარდგენა შესაძლებელია ამერიკულ ინგლისურ ენაზე. ავტორებს შეუძლიათ წარმოადგინონ როგორც აბსტრაქტები კონფერენციის მასალებში დასაბეჭდად, ასევე სრული სტატიები Academy of Business and Emerging Markets Journal-ში გამოქვეყნებისთვის განსახილველად. განსაკუთრებით მისასალმებელია სადისკუსიო ან საკამათო თემები, რომლებიც ეხება განვითარებად ან აღმავალ ბაზრებს, ასევე აღმოსავლეთისა და დასავლეთის ბიზნესის წარმოების მეთოდების შედარებას.
ყველა წარდგენილი მასალა გაივლის რედაქტორულ განხილვას (აბსტრაქტები) ან ორმაგ ანონიმურ რეფერირებას (ჟურნალი), რაც შეესაბამება პუბლიკაციის ეთიკის კომიტეტის (COPE) მიერ დადგენილ ეთიკის კოდექსს.
მრგვალი მაგიდები, სემინარები და პანელური დისკუსიები
ასევე, შესაძლებელია შეთავაზება მრგვალი მაგიდის, სადოქტორო სემინარის ან პანელური დისკუსიის ორგანიზებაზე. ოფიციალური წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:
- სათაური;
- მიზნები;
- დისკუსიის ფორმატი;
- მონაწილეთა სია (აკადემიური ტიტულის, ინსტიტუციური აფილირების, ოფიციალური ელფოსტისა და სრული საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით).
არასაკმარისი გამჭვირვალობა გამოიწვევს წარდგენის/წინადადების უარყოფას ან განსახილველად არ გადაგზავნას.
ტექნიკური მოთხოვნები და წარდგენის პროცედურა
- ნაშრომები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელფოსტაზე: submissions@abem.ca
- ნაშრომები წარმოდგენილი უნდა იქნას Word ფორმატში, შრიფტით Segoe, ზომა 10, 1-ინჩიანი მინდვრებით ოთხივე მხრიდან, ხაზებს შორის ერთიანი დაშორებით (single-spaced).
- დოკუმენტი აუცილებლად უნდა შეიცავდეს:
- სატიტულო გვერდი: კვლევის სათაური, ხუთი საკვანძო სიტყვა, ავტორის/ავტორების სახელი და გვარი, აკადემიური ტიტული, ინსტიტუციური აფილირება, სრული მისამართი, ტელეფონის ნომრები და ოფიციალური ელფოსტა.
- პირველი გვერდი: ნაშრომის სათაური და 200-სიტყვიანი აბსტრაქტი.
კონფერენციის მასალებში იბეჭდება მხოლოდ აბსტრაქტები.
6000 სიტყვამდე სრული ნაშრომი Journal of the Academy of Business and Emerging Markets ჟურნალში დაბეჭდვის განსახილველად უნდა გაიგზავნოს ელფოსტაზე: jabem@abem.ca
- დანართები (footnotes) არ დაიშვება.
- ავტორებმა ჩასწორებული ნაშრომები უნდა გააფორმონ ABEM-ის მიერ შემუშავებული სტილის/შაბლონის (template) მიხედვით (ჟურნალში გამოქვეყნებისთვის). ყველა ჩასწორებული ფაილი დაექვემდებარება სტანდარტულ რედაქტორულ დამუშავებას სტილის ერთიან წესებთან შესაბამისობისთვის.
- იმ შემთხვევაში, თუ ავტორი ვერ დააკმაყოფილებს რეცენზენტების შენიშვნებს ან ვერ შეესაბამება საჭირო აკადემიურ და ენობრივ სტანდარტს, გამოქვეყნდება მხოლოდ აბსტრაქტი. გთხოვთ დაგეგმოთ შესაბამისად. მითითებები/ნიმუშები იხილოთ აქ.
- ბრენდზე ან კომპანიაზე მომზადებული შემთხვევის ანალიზის ავტორებმა ფაილთან ერთად უნდა წარმოადგინონ ხელმოწერილი Case Release Form.
დასწრება და რეგისტრაცია
- ნაშრომის წარდგენა გულისხმობს, რომ მინიმუმ ერთი ავტორი დარეგისტრირდება და პირადად წარადგენს მიღებულ ნაშრომს კონფერენციაზე. ვირტუალური პრეზენტაციის ვარიანტი არ არსებობს.
- თუ ერთ ნაშრომს წარადგენს რამდენიმე ავტორი, თითოეულ მათგანს ცალკე რეგისტრაცია ესაჭიროება.
- კონფერენციის მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად, ABEM იცავს პრინციპს: ერთი ავტორი - ერთი ნაშრომი - ერთი პრეზენტაცია. ეს ნიშნავს, რომ განსხვავებულ ნაშრომს განსხვავებული ავტორი უნდა წარადგენდეს.
- რეგისტრაცია არის იდენტიფიცირებული, არ შეიძლება სხვაზე გადაცემა და თანხის დაბრუნება არ ხდება.
- არააკადემიური დამკვირვებლები არ მიიღებენ მიღების ან მოწვევის წერილს. მათი სახელები და ინსტიტუციური კუთვნილება შევა კონფერენციის პროგრამაში, თუკი არ იქნება დაგვიანებული. დამკვირვებლებისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადა არ არის და დარეგისტრირება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
ვიზის საკითხები
ABEM ვიზასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხს ვერ გასცემს. გთხოვთ, მიმართოთ შესაბამის საელჩოს თქვენს ქვეყანაში ან იმ ქვეყნის საელჩოს, რომელიც წარმოადგენს თქვენს ქვეყანას. რეგისტრაციამდე (საჭიროების შემთხვევაში) აუცილებელია ვიზის აღება.
გამოქვეყნების შესაძლებლობები
კონფერენციის მასალები
ავტორებს შეუძლიათ გამოაქვეყნონ თავიანთი კვლევები აბსტრაქტების (სტანდარტულად) ან სრული ნაშრომების სახით 10th ABEM 2025 Conference Proceedings-ში (კანადური ISBN: 978-0-9937342-9-8 და DOI: 10.5281).
- ABEM კონფერენციის მასალები იცავს ბუდაპეშტის ღია წვდომის (Open Access) პრინციპს, რაც ნიშნავს, რომ აკადემიურ მასალაზე წვდომა უფასოა, შეზღუდვების გარეშე, წყაროს მითითების პირობით.
- ABEM კონფერენციის მასალები ინახება და ხელმისაწვდომია კანადის ეროვნულ არქივებში:Open Access past proceedings
საავტორო უფლება და ლიცენზირება: ავტორები ინარჩუნებენ საავტორო უფლებებს ნაშრომებზე და ABEM-ს ანიჭებენ არაექსკლუზიურ უფლებას ნაშრომების გამოქვეყნებისთვის, ასევე პირველი გამოქვეყნების უფლებას კონფერენციის მასალებში ან ჟურნალში Journal of the Academy of Business and Emerging Markets (JABEM).
ღია წვდომის სტატიები ქვეყნდება Creative Commons Attribution (CC BY 4.0) ლიცენზიის პირობებით. ეს ლიცენზია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს: გაავრცელონ მასალა, გადაამუშაონ, ადაპტირება გაუკეთონ ან განავითარონ, გამოიყენონ ნებისმიერი ფორმითა და ფორმატით, ავტორის სახელისა და წყაროს მითითების პირობით. ეს ლიცენზია ასევე ნებას რთავს კომერციულ გამოყენებას.
ABEM კონფერენციის მასალები ინდექსირებულია შემდეგ პლატფორმებზე:
- WorldCat
- Google Scholar
მასალების რედაქტორები და რეცენზენტები წარდგენილ ნაშრომებს განიხილავენ პუბლიკაციის ეთიკის კომიტეტის (Committee on Publication Ethics - COPE) მიერ დადგენილი ეთიკური კოდექსის შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტის გარეშე.
ჟურნალი
შერჩეული ნაშრომების ნაწილი განიხილება რეცენზირებად ჟურნალში გამოსაქვეყნებლად, ელექტრონული წარდგენისა და სტანდარტული რეფერირების პროცესის გავლის შემდეგ. JABEM აქვეყნებს სტატიებს მხოლოდ მათი სამეცნიერო ღირებულების მიხედვით და უფასოა.
ბიზნესისა და აღმავალი ბაზრების აკადემიის ჟურნალი (JABEM) - ინდექსირებულია/ჩართულია შემდეგ მონაცემთა ბაზებში: DOAJ, ROAD, BASE, ECONBIZ, WorldCat, OpenAIRE, ERIHPLUS, Dimensions, Sherpa Romeo, Google Scholar, Ulrich’s Serial Directory.
ბიზნესისა და აღმავალი ბაზრების აკადემიის ჟურნალი ინახება კანადის მთავრობის ბიბლიოთეკასა და არქივში.
დამატებითი ინფორმაცია ინგლისურ ენაზე იხილეთ კონფერენციის ბმულზე: https://www.abem.ca/conference
სხვა სიახლეები
დეკემბერი 01, 2025
12:45 PM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და გამოცემა
„კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“ სამხრეთ კავკასიაში პირველი აკადემიური და ანალიტიკური პლატფორმაა. 9-12 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიება პრეზენტაციებს, კვლევით ნაშრომებსა და დარგობრივი ექსპერტების მონაწილეობით გამართულ პრაქტიკულ განხილვებს აერთიანებს.
ნოემბერი 26, 2025
11:30 AM
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტში (ველიკო ტარნოვო, ბულგარეთი)
2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას Erasmus+ სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტში.
ნოემბერი 07, 2025
12:45 PM
გიორგი ფარეშიშვილის ვიზიტი ვარშავაში
6-7 ნოემბერს, პოლონეთის ქალაქ ვარშავაში, კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებებისა და საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტმა უმასპინძლა რელიგიის პოლიტიკური მეცნიერების მე-5 საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ უზენაესი გარანტი? კითხვა ღმერთთან და პოლიტიკის არსებობა“, რომელიც პაპ იოანე პავლე II-ის ხსოვნას მიეძღვნა.