საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და გამოცემა

„კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“ სამხრეთ კავკასიაში პირველი აკადემიური და ანალიტიკური პლატფორმაა.
9-12 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიება პრეზენტაციებს, კვლევით ნაშრომებსა და დარგობრივი ექსპერტების მონაწილეობით გამართულ პრაქტიკულ განხილვებს აერთიანებს.
კონფერენციის მიზანია:
· კლიმატისა და აგროსაკითხების გაშუქების საუკეთესო პრაქტიკებისა და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება;
· სოფლისა და ფერმერული თემებისთვის, ინფორმირებულ კომუნიკაციაზე დაფუძნებული ზეგავლენის, სოციო-ეკონომიკური შედეგების შეფასება;
· განათლების, საზღვრისპირა თანამშრომლობისა და მედიაპარტნიორობის როლის ხაზგასმა;
· კლიმატგონივრული კომუნიკაციის თემაზე ხანგრძლივი რეგიონული კვლევისა და საგანმანათლებლო ქსელის საფუძვლის შექმნა.
აღსანიშნავია, რომ კონფერენცია ითვალისწინებს მედია დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას. გამოვლინდებიან საერთაშორისო მედიაკონკურსის გამარჯვებული ჟურნალისტები, რომლებმაც ეფექტურად და შემოქმედებითად გააშუქეს კლიმატის ცვლილება, მდგრადი სოფლის მეურნეობა და ადგილობრივი განვითარების საკითხები.
ღონისძიება წარმოადგენს ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) ინიციატივას, რომელიც სხვადასხვა დროს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში განხორციელდა. აქტივობა, კლიმატგონივრული ჟურნალისტიკისა და აგროკომუნიკაციის მიმართულებით, უნივერსიტეტებსა და რეგიონულ მედიას შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს.
დეტალები იხილეთ პროგრამაში
სხვა სიახლეები
მარტი 19, 2026
09:30 AM
მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამა ტოკაის უნივერსიტეტში (შაროშპატაკი, უნგრეთი)
2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მოკლევადიან გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ტოკაის უნივერსიტეტში.
მარტი 11, 2026
08:00 AM
გაცვლითი პროგრამა ჩონამის ეროვნულ უნივერსიტეტში (სამხრეთ კორეა)
2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ჩონამის ეროვნულ უნივერსიტეტში.
თებერვალი 16, 2026
02:00 PM
Erasmus+ პრაქტიკის პროგრამა „ჯოზეფ გოლუხოვსკის სახელობის გამოყენებითი მეცნიერების“ უნივერსიტეტში (პოლონეთი)
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას Erasmus+ პრაქტიკის პროგრამაზე პარტნიორ „ჯოზეფ გოლუხოვსკის სახელობის გამოყენებითი მეცნიერების“ უნივერსიტეტში.