• dateივლისი 31, 2025
    time05:30 PM

    CIU-ს კანცლერი ვახტანგ წივწივაძე ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაზე - „ქართული ხორბლის ახალი რეალობა“

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    31 ივლისს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის  მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯიღაურაში, ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია - „ქართული ხორბლის ახალი რეალობა“ - გაიმართა

    კონფერენციაზე სიტყვით წარდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი, ოდლარ იურდუს უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი ვახტანგ წივწივაძე. მან ყურადღება გაამახვილა ქართული ხორბლის კვლევის მნიშვნელობაზე საქართველოს ისტორიისა და აგრონომიული მეცნიერებისთვის. მისი განცხადებით, ხორბლის გენეტიკური რესურსების კვლევა, დაცვა და გამოყენება, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ვაზისა და ღვინის კვლევა. მანვე აღნიშნა, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს უკვე წლებია აკავშირებს მჭიდრო ურთიერთობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან და უნივერსიტეტი მომავალშიც მზად არის გამოუცხადოს აკადემიური თუ ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევებს.  

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან ღონისძიებას ასევე მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი ოლანი გოცირიძე ესწრებოდა

    სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ხორბლის უნიკალური თვისებების შესახებ უახლესი სამეცნიერო მტკიცებულებები, რაც უმნიშვნელოვანესია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, აგრარული სექტორის მდგრადობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ნუტრიციოლოგიის და სასურსათო უზრუნველყოფის კონტექსტში

    კონფერენციის ფარგლებში, საჯარო გახდა იმ კვლევის შედეგები, რომელიც ქართული ხორბლის 5 ენდემური სახეობისა და 7 ადგილობრივი ჯიშის ნუტრიენტული შემცველობის ფართო სპექტრს ეხება. აღნიშნული კვლევები ავსტრიის თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტების შესაბამის წამყვან ლაბორატორიაში ჩატარდა. როგორც კონფერენციის მოდერატორმა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ აღნიშნა, ქართული ენდემური სახეობები ხორბლის მსოფლიო ჯიშური მრავალფეროვნების საუკეთესო სასელექციო მასალას წარმოადგენენ, უახლესი ინტერდისციპლინური კვლევებით კი დასტურდება მათი უნიკალური ნუტრიციული ღირებულებები, როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის, სასურსათო უზრუნველყოფის და მდგრადი კვების სისტემების ძირითადი კომპონენტი.

    კონფერენციაში საქართველოს საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს საპატრიარქოს, სამეცნიერო, სასწავლო, აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სურსათისა და ჯანდაცვის სფეროს, ხორბლის, პურის მწარმოებელთა და ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

    ეროვნული სამეცნიერო კონფერენციაქართული ხორბლის ახალი რეალობასაქართველოს პარლამენტის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდისქართუ“, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ნუტრიციოლოგიისა და სურსათის მეცნიერებების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.



    სხვა სიახლეები