CIU მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის USMLE-ის მოსამზადებელი პროგრამის ვებინარი გაიმართა

30 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის USMLE-ის მოსამზადებელი პროგრამის ვებინარი გაიმართა.
საკონსულტაციო შეხვედრაზე, USMLE-ის პროგრამის ხელმძღვანელმა, ECFMG-ის მედიცინის დოქტორმა, მარიამ მიქაძემ პროგრამის ზოგადი გეგმა განიხილა და ასევე, აუდიტორიას საკუთარ გამოცდილება გაუზიარა.
ცნობისთვის, USMLE არის აშშ-ის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდა, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება. იმისთვის, რომ სტუდენტმა შეძლოს აშშ-ში რეზიდენტურის პროგრამებში ჩართვა, მას ჭირდება USMLE STEP 1 და STEP 2-ის ჩაბარება. ორივე გამოცდა შედგება მრავალვარიანტიანი კითხვებისგან (ქეისებისგან). STEP 1 აფასებს სტუდენტის ბაზისურ სამეცნიერო ცოდნას, STEP 2 კი სამედიცინო ცოდნის გამოყენებას, უნარჩვევებსა და კლინიკური მეცნიერების ცოდნას.
CIU-ს მიერ მომზადებული პროგრამა USMLE-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მოცემულ პროგრამას მიუყვება და აერთიანებს იმ პედაგოგების გამოცდილებასა და ცოდნას, რომლებმაც უკვე წარმატებით გაიარეს ეს გამოცდები. კურსი პედაგოგების მიერ შემუშავებულ კონკრეტულ ჩანაწერებსა და სხვადასხვა სახის რესურსთან ერთად, ითვალისწინებს სრული საბაზისო ცოდნის გაზიარებას, სადაც სტუდენტს წვდომა ექნება გამოცდისთვის მოსამზადებლად საჭირო ყველა რესურსთან.
ვებინარზე მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, სპიკერისთვის მათთვის საინტერესო შეკითხვებით მიემართათ, შეხვედრაზე თითოეულმა სტუდენტმა USMLE-ის გამოცდებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.
სხვა სიახლეები
მაისი 30, 2026
08:00 AM
ქართული ლიტერატურის ისტორიის ვიდეოქრესტომათიის - „ცოცხალი ტექსტების“ წარდგენა
ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ლიტერატურის ისტორიის ვიდეოქრესტომათიის - „ცოცხალი ტექსტების“ წარდგენა გაიმართა.
მაისი 29, 2026
01:10 PM
სამეცნიერო სემინარი: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ სამეცნიერო სემინარზე: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“ დასასწრებად.
მაისი 29, 2026
01:00 PM
CIU-ს რექტორის მრჩეველმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
25-28 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორმა, ასოცირებული პროფესორმა გიორგი ფარეშიშვილმა მონაწილეობა მიიღო მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში, პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის (MoPSA) მიერ ორგანიზებულ მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „დემოკრატიზაცია და სახელმწიფო მშენებლობა“.