ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
9 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ნანა გაბელიამ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების, კვლევების, სასწავლო-საგანმანათლებლო, სამეცნიერო ღონისძიებებისა და ინიციატივების განხორციელება.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, CIU-ს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სამინისტროში პრაქტიკის გავლას შეძლებენ.
შეხვედრაზე CIU-ს სტუდენტებისთვის, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ნანა გაბელიამ, მინისტრის მოადგილემ, ნინო ლობჟანიძემ და მინისტრის მრჩეველებმა, ეკა ჭითაშვილმა და სოფო დემეტრაშვილმა ვრცლად განიხილეს სამინისტროს ფუნქცია-მოვალეობები, სასტიპენდიო პროგრამები და თანამშრომლობის ფარგლებში არსებული შესაძლებლობები.
მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიას მიმართა - კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის პროფესორმა, აკადემიკოსმა მინდია უგრეხელიძემ და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ხატიძემ. შეხვედრაზე სიტყვით წარდგა CIU-ს სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი - სესილი გოგიბერიძე.
მემორანდუმის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაარსდა იძულებით გადაადგილებულ სტუდენტთა საუნივერსიტეტო კლუბი ,,ახალი თაობის ხიდი“. კლუბის ხელმძღვანელმა, სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა, რევაზ ბერულავამ, დამსწრე საზოგადოებას კლუბის დებულება წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კლუბის საქმიანობის ფარგლებში განხორციელდება ისეთი საგანმანათლებლო პროექტები, როგორებიცაა: საჯარო ლექციები, სტუდენტური საერთაშორისო კონფერენციები, სადისკუსიო ფორმატის შეხვედრები. კლუბის მიზანია, იზრუნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი სტუდენტების სოციალიზაციასა და ინტეგრაციაზე, ახალგაზდების გაძლიერებასა და ხელშეწყობაზე აფხაზეთის ა/რ სკოლებში.
შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და CIU-ს სტუდენტები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.
დეკემბერი 11, 2025
01:00 PM
AI Startup Winter 2025-2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იგეგმება ახალი, ინოვაციური ღონისძიება „AI Startup Winter 2025-2026“, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გაცნობას და AI-ზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნა-განვითარებას.