უფასო იურიდიული კონსულტაცია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკა გთავაზობთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას, რომელიც გულისხმობს სამართლებრივ რჩევებსა და იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარებას.
კონსულტაციით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს.
კონსულტაციის მიღება შესაძლებელია, როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ისე დისტანციურად.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურდიულ კლინიკაში კონსულტაციის მისაღებად რაიმე სახის დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუმცა, თქვენივე ინტერესებიდან გამომდინარე, სრულფასოვანი კონსულტაციის მისაღებად, უმჯობესია, წარმოადგინოთ საბუთები, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს სამართლებრივ პრობლემასთან.
იურიდიული კლინიკის მუშაობაში ჩართულები არიან სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები და ლექტორები.
კონსულტაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ დღეებში:
ორშაბათი - 14:00-22:00 სთ.
ოთხშაბათი - 14:00-22:00 სთ.
შაბათი - 12:00-20:00 სთ.
კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ან მოგვმართოთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის მერვე სართულზე, ოთახი 81.
მისამართი: ქ. თბილისი, ჩარგლის №73
ტელეფონი: +995 32 2022115 (შიდა ნორმერი 431)
ელ.ფოსტა: Legal.clinic@ciu.edu.ge
სხვა სიახლეები
ნოემბერი 13, 2026
01:33 PM
ქახი ქენქაძის ლექცია „ქართული დიპლომატიის კვირეულის“ ფარგლებში
„ქართული დიპლომატიის კვირეულის“ ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს ყოფილი დესპანი დიდ ბრიტანეთში და ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი, კახი ქენქაძე გაუძღვა.
ნოემბერი 13, 2026
01:10 PM
„ქართული დიპლომატიის კვირეული“ მიხეილ უკლებას ლექციით გაიხსნა
11 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით „ქართული დიპლომატიის კვირეული“ გაიხსნა.
ნოემბერი 13, 2026
12:31 PM
ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის დელეგაციის ვიზიტი
9 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის წევრები ეწვივნენ.