„ქართული დიპლომატიის კვირეული“ მიხეილ უკლებას ლექციით გაიხსნა
11 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით „ქართული დიპლომატიის კვირეული“ გაიხსნა.
კვირეული საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარისა და ელჩის, მიხეილ უკლებას ლექციით გაიხსნა თემაზე: „ქართული დიპლომატიის უახლესი ისტორია“.
სპიკერმა მიმოიხილა საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ქრონოლოგია, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, ლექციის დასასრულს კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
ლექციის დაწყებამდე სტუმარსა და დამსწრე აუდიტორიას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ალიკა გუჩუა მიესალმა და ყურადღება კვირეულის თემატიკის მნიშვნელობასა და დიპლომატიის როლზე გაამახვილა.
ცნობისთვის, ქართული დიპლომატიის პროფესიული დღის დაწესება ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს (3 ნოემბერი) უკავშირდება.
სხვა სიახლეები
ნოემბერი 13, 2026
01:33 PM
ქახი ქენქაძის ლექცია „ქართული დიპლომატიის კვირეულის“ ფარგლებში
„ქართული დიპლომატიის კვირეულის“ ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს ყოფილი დესპანი დიდ ბრიტანეთში და ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი, კახი ქენქაძე გაუძღვა.
ნოემბერი 13, 2026
12:31 PM
ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის დელეგაციის ვიზიტი
9 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის წევრები ეწვივნენ.
ნოემბერი 12, 2026
02:05 PM
მხედართმთავარი და ჯარისკაცი!
„მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა; სიბრძნე კი - ორგანიზებული ცხოვრება.“ ასეთია კანტიანური შეგონება, რომელიც სამყაროს ორ მთავარ ხაზზე გადის - მეცნიერებასა და სიბრძნეზე. ერთი მეორის გარეშე ვერც იარსებებს და არც არასდროს უარსებია.


