ქახი ქენქაძის ლექცია „ქართული დიპლომატიის კვირეულის“ ფარგლებში
„ქართული დიპლომატიის კვირეულის“ ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს ყოფილი დესპანი დიდ ბრიტანეთში და ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი, კახი ქენქაძე გაუძღვა.
სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული შეხვედრის მთავარი თემა „საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია“ იყო.
ლექციის მსვლელობისას მომხსენებელმა ვრცლად მიმოიხილა დიპლომატიის ისტორია და გამოჩენილი დიპლომატების მოღვაწეობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ურთიერთობებში დიპლომატიის როლსა და ქართული დიპლომატიის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ალიკა გუჩუამ გახსნა.
შეგახსენებთ, რომ ქართული დიპლომატიის პროფესიული დღე 3 ნოემბერს აღინიშნება და იგი გამოჩენილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
სხვა სიახლეები
ნოემბერი 13, 2026
01:10 PM
„ქართული დიპლომატიის კვირეული“ მიხეილ უკლებას ლექციით გაიხსნა
11 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით „ქართული დიპლომატიის კვირეული“ გაიხსნა.
ნოემბერი 13, 2026
12:31 PM
ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის დელეგაციის ვიზიტი
9 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის წევრები ეწვივნენ.
ნოემბერი 12, 2026
02:05 PM
მხედართმთავარი და ჯარისკაცი!
„მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა; სიბრძნე კი - ორგანიზებული ცხოვრება.“ ასეთია კანტიანური შეგონება, რომელიც სამყაროს ორ მთავარ ხაზზე გადის - მეცნიერებასა და სიბრძნეზე. ერთი მეორის გარეშე ვერც იარსებებს და არც არასდროს უარსებია.




