ტრენინგი: როგორ მოვამზადოთ და გამოვაქვეყნოთ სტატიები SCOPUS და WoS ბაზებში
8 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი თემაზე - „როგორ მოვამზადოთ და გამოვაქვეყნოთ სტატიები SCOPUS და WoS ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში“.
ტრენინგს უძღვებოდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი და ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი თეა კასრაძე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტები.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში (Scopus, Web of Science) ინდექსირებულ ჟურნალებში პუბლიკაციის მნიშვნელობაზე და გაეცნენ პროცესის ყველა ძირითად ეტაპს - კვლევის დაგეგმვას, ჟურნალის შერჩევას, რეცენზირებასა და ნაშრომის ინდექსირებას.
განხილული იყო შემდეგი საკითხები:
✔ „Scopus-ში გამოქვეყნების“ მნიშვნელობა და ინდექსირების სისტემის მუშაობის პრინციპები;
✔ კვლევის მზაობის შეფასება - მკაფიო კვლევითი კითხვა, ეთიკური ნორმები და მეთოდოლოგიური სიზუსტე;
✔ სწორი ჟურნალის შერჩევა - Scopus-ში ინდექსირებული ჟურნალების სია, ჟურნალის მიზნებისა და აუდიტორიის შესაბამისობა, მტაცებელი ჟურნალების ამოცნობა.
✔ სამეცნიერო სტატიის მომზადება - სტრუქტურა (IMRaD), ძლიერი აბსტრაქტი, საკვანძო სიტყვები, ციტირების სტილი, ცხრილებისა და გრაფიკების ფორმატირება.
✔ წარდგენის პროცესი - სამოტივაციო წერილი, მონაცემთა ხელმისაწვდომობის განცხადება, ავტორობის და ORCID-ის საკითხები.
✔ რეცენზირების პროცესის მართვა - რედაქტორთა გადაწყვეტილებები და რეცენზენტთა კომენტარებზე ეფექტური რეაგირება;
✔️ინდექსირება და შემდგომი ნაბიჯები - როგორ მოხვდება ნაშრომი Scopus-სა და WOS-ში, ავტორის პროფილის მართვა და ციტირების მონიტორინგი.
ტრენინგი ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა პრაქტიკულ რჩევებსა და რეალურ მაგალითებს. მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდონ საკუთარი კვლევის ხილვადობა და წარმატებით გამოაქვეყნონ ნაშრომები მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ჟურნალებში.
სხვა სიახლეები
აპრილი 08, 2026
03:00 PM
სალომე წულეისკირის წარმატებული გერმანული პრაქტიკის ისტორია
სალომე წულეისკირი, CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი, მედიცინის პროგრამა;
აპრილი 08, 2026
02:00 PM
სპეციალური საჭიროების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა CIU-ში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ (Step by Step)“-ის ორგანიზებით, გაიმართა სპეციალური საჭიროების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით „ხელოვნება ბარიერების გარეშე“.
აპრილი 08, 2026
09:00 AM
CIU-ში ნატოს დაარსების დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართა
7 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ნატოსა და ევროკავშირის სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ნატოს დაარსების დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართა.




