7 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ნატოსა და ევროკავშირის სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ნატოს დაარსების დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართა.
ღონისძიება საბაკალავრო პრაქტიკის ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, რომლებმაც სხვადასხვა აქტუალურ თემაზე წარმოადგინეს პრეზენტაციები და თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს.
მრგვალი მაგიდის ფარგლებში განხილული იყო შემდეგი საკითხები:
- ხატია ქათამაძემ, ნურ ჰამამმა და ნინო ღაღანიძემ ისაუბრეს ნატოს გაფართოების პროცესზე - ბუქარესტის სამიტიდან (2008) ვილნიუსის სამიტამდე (2023) და მის შემდგომ პერსპექტივებზე, განსაკუთრებული ყურადღება კი საქართველოს „ღია კარის“ პოლიტიკას დაეთმო.
- ნაზიბროლა პატარაიამ, მარიამ ჩოგოვაძემ და ნათია სილაგაძემ განიხილეს ნატოს როლი საერთაშორისო კონფლიქტებში - იუგოსლავიიდან ავღანეთამდე და უკრაინამდე, ასევე გამოყვეს ის ძირითადი საკითხები, რაც მცირე სახელმწიფოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
- გიორგი ხუროშვილმა და ლელა ბესელიამ წარმოადგინეს თემა „მითები ნატოს შესახებ“, სადაც გააანალიზეს საზოგადოებაში გავრცელებული არასწორი წარმოდგენები და მათზე დაფუძნებული ნარატივები.
- ნანო გელანტიამ, ლიზი კუჭუაშვილმა და ქეთევან იმნაიშვილმა იმსჯელეს ნატოს მე-5 მუხლზე, როგორც კოლექტიური თავდაცვის მთავარ მექანიზმზე, შეაფასეს თუ რამდენად წარმოადგენს იგი რეალურ გარანტიას საქართველოსთვის.
- ნოდარ კოპაძემ, გუგა ყალაბეგაშვილმა და ნინი მიქავამ მიმოიხილეს ნატო–საქართველოს თანამშრომლობა SNGP-ის (Substantive NATO-Georgia Package) ფარგლებში და შეაფასეს პარტნიორობის განვითარების დინამიკა.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ნატოსა და ევროკავშირის სასწავლო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, რექტორის მრჩეველი და ასოცირებული პროფესორი გიორგი ფარეშიშვილი. მრგვალ მაგიდას ასევე ესწრებოდა საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ალიკა გუჩუა.
დისკუსია ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელათ აქტუალურ საერთაშორისო საკითხებზე და წარმოედგინათ საკუთარი ხედვები.