ტრენინგი CIU-ს დოქტორანტებისთვის

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის ინიციატივით გაიმართა ტრენინგი დოქტორანტებისთვის.
ტრენინგს უძღვებოდა ფილოლოგიის დოქტორი და CIU-ს დოქტორანტურის სამსახურის უფროსი ნინო მინდიაშვილი, რომელმაც დოქტორანტებს დეტალურად გააცნო სამეცნიერო ნაშრომის სტრუქტურის ძირითადი მახასიათებლები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სადოქტორო საფეხურის ახალ სტანდარტზე, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა: საკვალიფიკაციო ნაშრომის სტრუქტურა და აგებულება, განაცხადის ფორმა, ანოტაცია, სარჩევი, შესავალი ნაწილის სტრუქტურა, ნაშრომის რეცენზირების პროცესი, დოქტორანტების და ხელმძღვანელების თანაფარდობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
შეხვედრის დასასრულს კითხვა-პასუხის რეჟიმში, განხილულ იქნა მინიმალური სტანდარტი, რომლის შესრულებაც მნიშვნელოვანია, რათა სადისერტაციო ნაშრომის დაცვის პროცედურები განხორციელდეს შესაბამისი წესების დაცვით.
სხვა სიახლეები
ივლისი 24, 2026
10:56 AM
გაცვლითი პროგრამა INTI საერთაშორისო უნივერსიტეტში (მალაიზია)
2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ INTI საერთაშორისო უნივერსიტეტში.
ივლისი 24, 2026
09:28 AM
ნათია ფოფხაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
23 ივლისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ნათია ფოფხაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „ტრადიციული მედიის ახალი დღის წესრიგი: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ციფრული პორტფოლიო“.
ივლისი 23, 2026
02:00 PM
ქეთევან ცინცაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
22 ივლისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ქეთევან ცინცაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: „მესამე პირები ადმინისტრაციულ პროცესსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში“.