თინათინ ჭიკაიძის საჯარო დაცვა
2025 წლის 24 დეკემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (305-ე აუდიტორია) შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ თინათინ ჭიკაიძის საჯარო დაცვა თემაზე: კორუფცია და მისი გავლენა პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებაზე.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
თამარ კიკნაძე - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ოფიციალური რეცენზენტები:
სოსო ვახტანგაშვილი - ისტორიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ნოშრევან ოქროპირიძე - საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 18, 2025
01:00 PM
მრგვალი მაგიდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე პროფესიული შეხვედრა გაიმართა. 16 დეკემბერს „საერთაშორისო მარკეტინგის“ სასწავლო კურსის ფარგლებში ორგანიზებულმა მრგვალმა მაგიდამ - „პროფესიული დისკურსი“ - საერთაშორისო მარკეტინგისა და საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები გააერთიანა.
დეკემბერი 18, 2025
11:00 AM
„კონფლიქტების გაშუქება“ - პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის სივრცეში, „CIU პანორამაში“, პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის ახალი სახელმძღვანელოს - „კონფლიქტების გაშუქება“ - პრეზენტაცია გაიმართა.
დეკემბერი 17, 2025
10:00 AM
ტრენინგი თემაზე - „სახელმწიფო შესყიდვების სამართლებრივი რეგულირება“
16 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, CIU-ის ამავე ფაკულტეტის კურსდამთავრებულებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „სახელმწიფო შესყიდვების სამართლებრივი რეგულირება“.