• dateდეკემბერი 17, 2025
    time10:00 AM

    ტრენინგი თემაზე - „სახელმწიფო შესყიდვების სამართლებრივი რეგულირება“

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    16 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, CIU-ის ამავე ფაკულტეტის კურსდამთავრებულებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „სახელმწიფო შესყიდვების სამართლებრივი რეგულირება“.

    ტრენინგს უძღვებოდა ნათია კილაძე - სახელმწიფო შესყიდვების კორპორატიული კონსულტანტი, CIU-ის სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტი და დეკანის სტუდენტ მრჩეველთა საბჭოს წევრი. ღონისძიების დაწყებამდე აუდიტორიას მიესალმა სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დოქტორი, პროფესორი გიორგი ხატიძე.

    სასწავლო სესია მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი საკანონმდებლო ბაზა და შესაბამისი რეგულაციები.

    ტრენინგის პრაქტიკულმა ნაწილმა სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესს ტენდერებისა და სხვა ელექტრონული მექანიზმების გამოყენებით. ასევე, ყურადღება დაეთმო აქტუალურ პრაქტიკულ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის.
     

    სხვა სიახლეები