• dateდეკემბერი 18, 2025
    time01:00 PM

    მრგვალი მაგიდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე პროფესიული შეხვედრა გაიმართა. 16 დეკემბერს „საერთაშორისო მარკეტინგის“ სასწავლო კურსის ფარგლებში ორგანიზებულმა მრგვალმა მაგიდამ - „პროფესიული დისკურსი“ - საერთაშორისო მარკეტინგისა და საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები გააერთიანა.

    შეხვედრა, რომელიც სლოგანით - „გააზიარე შენი გამოცდილება, გაიგე სხვების ისტორიები“ - გაიმართა, მიზნად ისახავდა სტუდენტებს შორის პრაქტიკული ცოდნის გაცვლასა და რეალური სამუშაო გარემოს ანალიზს. აკადემიურ სივრცეში შექმნილმა ღია და ინტერაქტიულმა პლატფორმამ მონაწილეებს საშუალება მისცა, გასცდენოდნენ თეორიულ ჩარჩოებს და საკუთარი პროფესიული ბიოგრაფიები, მიღწეული წარმატებები თუ სამუშაო პროცესში არსებული გამოწვევები ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ.

    ღონისძიების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოცდილების სინთეზს. სტუდენტებმა იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ გარდაიქმნება უნივერსიტეტში მიღებული აკადემიური ცოდნა რეალურ კომპეტენციებად პრაქტიკულ საქმიანობაში. 

    მრგვალი მაგიდა წარმოადგენდა თანამშრომლობითი სწავლების უნიკალურ მაგალითს, სადაც თითოეული მონაწილის ისტორია ახალი შესაძლებლობებისა და პროფესიული ზრდის საფუძველი გახდა. 
     

    სხვა სიახლეები