• dateდეკემბერი 18, 2025
    time11:00 AM

    „კონფლიქტების გაშუქება“ - პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის სივრცეში, „CIU პანორამაში“, პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის ახალი სახელმძღვანელოს - „კონფლიქტების გაშუქება“ - პრეზენტაცია გაიმართა. 

    ღონისძიებაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ კონფლიქტის ბუნებამ რადიკალური ცვლილება განიცადა: კლასიკური ომები ჩანაცვლდა სამოქალაქო და ეთნიკური დაპირისპირებებით, ხოლო ბრძოლის ველი ფიზიკურიდან მეტწილად კიბერსივრცეში გადავიდა და გლობალურ საინფორმაციო ომად იქცა.

    ავტორის განცხადებით, ამ ქაოტურ და სახიფათო რეალობაში თანამედროვე ჟურნალისტის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა. მისი მოვალეობაა არა მხოლოდ ფაქტების გადმოცემა, არამედ კონფლიქტის სიღრმისეული მიზეზების გააზრება, მანიპულაციური ნარატივების იდენტიფიცირება და მედიაპროცესებზე გავლენის გაცნობიერება.

    ღონისძიებას მოდერაცია გაუწია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ეკატერინე ჭალაგანიძემ. პრეზენტაციაზე სიტყვით წარდგნენ CIU-ს კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, რექტორი კახაბერ კორძაია, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი, წიგნის რედაქტორი ნინო ჭალაგანიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარინა გედევანიშვილი, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სესილი გოგიბერიძე, უნივერსიტეტის აკადემიური/სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. 

    წარმოდგენილი ნაშრომი ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში არსებული მნიშვნელოვანი დანაკლისის შევსებას ემსახურება. „კონფლიქტის გაშუქება“ სწორედ ამ და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებს პასუხობს: როგორ უნდა გააშუქოს კონფლიქტი თანამედროვე ჟურნალისტმა? როგორ დაიცვას ეთიკური სტანდარტები? როგორ მიაღწიოს ობიექტურობას? რა ტექნოლოგიები გამოიყენოს?

    როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, წიგნმა გააერთიანა პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის მრავალწლიანი გამოცდილება და აქამდე ხელნაწერის სახით არსებული სალექციო მასალა, რომელიც თანამედროვე სწავლების ტექნოლოგიებით გამდიდრდა.

    სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც მედიის პროგრამების სტუდენტებისთვის, ისე პრაქტიკოსი ჟურნალისტებისთვის. ნაშრომი მკითხველს სთავაზობს თანამედროვე თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და ანალიზს ადგილობრივ და საერთაშორისო მაგალითებზე დაყრდნობით.

    ნაშრომი ორიენტირებულია, გახდეს შეუცვლელი გზამკვლევი ყველასთვის, ვისაც სურს პროფესიონალურად, ეთიკურად, მაღალი პასუხისმგებლობითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გააშუქოს კონფლიქტები და წვლილი შეიტანოს საზოგადოების სწორად ინფორმირებაში.

    პროექტზე მუშაობდნენ: რედაქტორი: ნინო ჭალაგანიძე; რეცენზენტები: ედრიან ჰედლენდი და ესტრელა ალონსო; ტექნიკური რედაქტორი: ნანა ამირანაშვილი.

    წიგნი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფინანდებით გამოიცა.
     

    სხვა სიახლეები