თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, “ა” ლიგის მე-3 ტურის მატჩი გაიმართა
9 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, “ა” ლიგის მე-3 ტურის მატჩში ერთმანეთს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი და „აფხაზეთი“ დაუპირისპირდნენ. თამაშის ოთხივე პერიოდში კსუ-ს გუნდმა მყარად შეინარჩუნა ლიდერის პოზიცია - (22 : 23; 24 : 18; 22 : 18; 30 : 15) რაც საბოლოო ჯამში, გუნდის გამარჯვებით დასრულდა და ანგარიში 98:74 დაფიქსირდა.
მატჩში 21 - ქულით თავი გამოიჩინა - ნიკა მეცხვარიშვილმა, 17-17 ქულა ჩაიწერეს ამერიკელმა ლეგიონერებმა - ანდრე უოლკერმა და ვენდელ ლუისმა, ორმაგი დუბლი მიითვალა რიჩარდ მათიაშვილმა – 10 ქულა, 10 მოხსნა, ხოლო ბექა წივწივაძის ანგარიშზე 6 პასი დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ “ა” ლიგის მე-4 ტურის მატჩები 14 თებერვალსაა ჩანიშნული.
სხვა სიახლეები
აპრილი 01, 2026
01:30 PM
ლექცია: „საქართველო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები“
1 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „საქართველო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები“. მოწვეულმა სპიკერმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი მაღლაკელიძემ, აუდიტორიას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში გლობალური ფინანსური მოთამაშეების როლი გააცნო.
აპრილი 01, 2026
11:00 AM
განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია; ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 2 ვაკანსია.
აპრილი 01, 2026
09:00 AM
CIU-ს შეთავაზება აბიტურიენტებს
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხული აბიტურიენტები შეთავაზებათა მრავალფეროვანი პაკეტით ისარგებლებენ.



















