სტუდენტთა მობილობა იტალიაში
Erasmus+ ინსტიტუციური თანამშრომლობის (CBHE/ex-Tempus) ფარგლებში
Erasmus+ პროგრამით დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ ევროპაში აგრო-კვების სპეციალისტებისათვის ლაბორატორიული პრაქტიკის გაუმჯობესება/Ag-Lab“ ფარგლებში კსუ-ს სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ სტუდენტთა მობილობაში იტალიის ქალაქ ტერამოს უნივერსიტეტში.
FACULTY OF BIOSCIENCE AND AGRO-FOOD AND ENVIRONMENTAL TECHNOLOGY
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კსუ-ს ქართული მეღვინეობა-მევენახეობის სამაგისტრო პროგრამის პირველკურსელ სტუდენტებს.
დაფინანსება: სრული (360 ევრო სამოგზაურო ხარჯები + 1410 ევრო სტიპენდია)
საკონკურსო ადგილების რაოდენობა: 2
სტუდენტთა მობილობის ჩატარების თარიღი და ადგილი: 24.08.2019-21.09.2019, ტერამო, იტალია
სამუშაო ენა: ინგლისური
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 27.05.2019
განაცხადების მიღება: სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge .
აპლიკანტებმა სათაურის ველში უნდა მიუთითონ - განაცხადი “Erasmus+ Ag-lab student’s mobility“.
სააპლიკაციო დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- CV (ინგლისურ ენაზე).
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (513-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98 (შიდა 109).
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.
დეკემბერი 11, 2025
01:00 PM
AI Startup Winter 2025-2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იგეგმება ახალი, ინოვაციური ღონისძიება „AI Startup Winter 2025-2026“, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გაცნობას და AI-ზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნა-განვითარებას.