• dateოქტომბერი 29, 2026
    time09:43 AM

    CIU-ში რობოტული ქირურგიის სიმულაციური ტრენინგი ჩატარდა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    🔸 23-25 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში Medibridge Global-ის ორგანიზებითა და CIU-ს მხარდაჭერით, რობოტული ქირურგიის სიმულაციური ტრენინგი ჩატარდა.

    🔸 ტრენინგს პროფესორი ოთარ კეპულაძე უძღვებოდა - მინიმალურად ინვაზიური და რობოტული ქირურგიის მიმართულების წამყვანი სპეციალისტი.

    🔸 პროგრამა თანამედროვე რობოტული ქირურგიის ტექნოლოგიების პრაქტიკულ და სიმულაციურ სწავლებაზე იყო ორიენტირებული. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ უახლეს ქირურგიულ აპარატურას და მიეღოთ მასთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

    🔸 რობოტული ქირურგიის მიმართულებით მსგავსი სასწავლო პროგრამები მნიშვნელოვანია თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გაცნობისა და მათი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების შესწავლისთვის. სიმულაციური სწავლება მონაწილეებს საშუალებას აძლევს, სპეციალიზებულ გარემოში გაეცნონ ქირურგიული ტექნოლოგიების გამოყენების თავისებურებებს.

    🔸 ტრენინგის დასრულების შემდეგ ღონისძიების მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

    სხვა სიახლეები