გამომცემლობა „პალიტრა L“-ის წიგნების გამოფენა-გაყიდვა
20 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით, უნივერსიტეტის ფოიეში გამომცემლობა „პალიტრა L“-ის წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. შესაბამის სივრცეში სტუდენტებსა თუ ადმისტრაციულ/აკადემიურ პერსონალს მრავალფეროვანი ლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც მხატვრული ლიტერატურა, ისე თანამედროვე ქართული და უცხოური ბესტსელერები. დამთვალიერებლებს შეეძლოთ გაცნობოდნენ „ლურჯი ოკეანის“ სერიის წიგნებს, რომლებიც თვითგანვითარებას, პიროვნულ ზრდას, მოტივაციასა და ბიზნესს ეძღვნება. ამასთანავე, Young Adult ასაკობრივი კატეგორიის მკითხველებისთვის გამოყოფილი იყო „გზაჯვარედინის“ სერიის პოპულარული გამოცემები.
ღონისძიების ფარგლებში ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სასურველი წიგნები ექსკლუზიური ფასდაკლებით შეეძინათ.
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 27, 2026
10:16 AM
Vinifera EuroMaster-ის წარმომადგენელთა ვიზიტი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა 21 ოქტომბერს მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო საგანმანათლებლო კონსორციუმის - Vinifera EuroMaster (EMaVE) - წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ოქტომბერი 26, 2026
04:44 PM
Erasmus+ სემესტრული გაცვლითი პროგრამა ლინკ კამპუს უნივერსიტეტში (რომი, იტალია)
2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ლინკ კამპუსის უნივერსიტეტში (LINK Campus University).
ოქტომბერი 26, 2026
04:41 PM
სტუდენტური დებატები
26 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით, უნივერსიტეტში დებატების ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართა. ტურნირმა, რომელიც სულ რვა თამაშს მოიცავდა, სტუდენტებში დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.










