სარიბეკიანის საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია
🔹 28 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს სარიბეკიანის საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტის (სომხეთი) დელეგაცია ეწვია.
🔹 ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ სარიბეკიანის საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფისა და განათლების რეფორმის მიმართულებით პრორექტორი არაიკ გიოზალიანი, სასწავლო პროცესის მიმართულებით პრორექტორი არსენ მინასიანი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი ანაჰიტ კარაპეტიანი, სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი ასია სარგსიანი და ხარისხის უზრუნველყოფის წამყვანი სპეციალისტი მანუშაკ ჰოვსეფიანი.
🔹 დელეგაციის წევრები შეხვდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ კახაბერ კორძაიას. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე, ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რაც ორი უნივერსიტეტის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
🔹 ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა CIU-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანთან, ქალბატონ მაგდა თორთლაძესთან, ფაკულტეტის დეკანის მოადგილესთან, ქალბატონ ნანა ჯაშიასთან, სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელთან, ქალბატონ ლელა წიტაიშვილთან და პროფესორ ლელა გრიგოლიასთან.
🔹 სტუმრებმა დაათვალიერეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი, ლაბორატორიები და სტომატოლოგიური კლინიკა. ასევე, გაეცნენ უნივერსიტეტის აკადემიურ ინფრასტრუქტურას, საგანმანათლებლო პროგრამებსა და კვლევით საქმიანობას.
🔹 დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან, ქალბატონ მარინა გედევანიშვილთან. შეხვედრაზე ხარისხის უზრუნველყოფისა და საგანმანათლებლო პროცესების განვითარების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს.
🔹 დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ქალბატონ სვეტლანა კირაკოსიანს. შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებები, სტუდენტური და აკადემიური მობილობის შესაძლებლობები და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.
🔹 სარიბეკიანის საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ორ უნივერსიტეტს შორის აკადემიური და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.
🔹 ვიზიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები და გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საფუძველს ქმნის სამომავლოდ ერთობლივი საგანმანათლებლო, აკადემიური და საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის.
სხვა სიახლეები
ნოემბერი 02, 2026
11:25 AM
მარიამ ქარჩავა-შარტავას დისერტაციის საჯარო დაცვა
ოქტომბერი 29, 2026
09:43 AM
CIU-ში რობოტული ქირურგიის სიმულაციური ტრენინგი ჩატარდა
🔸 23-25 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში Medibridge Global-ის ორგანიზებითა და CIU-ს მხარდაჭერით, რობოტული ქირურგიის სიმულაციური ტრენინგი ჩატარდა.
ოქტომბერი 27, 2026
01:18 PM
გამომცემლობა „პალიტრა L“-ის წიგნების გამოფენა-გაყიდვა
20 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით, უნივერსიტეტის ფოიეში გამომცემლობა „პალიტრა L“-ის წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. შესაბამის სივრცეში სტუდენტებსა თუ ადმისტრაციულ/აკადემიურ პერსონალს მრავალფეროვანი ლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ.








