• dateივლისი 14, 2026
    time01:00 PM

    შიდა მობილობა CIU-ში

    banner

    2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტთა შიდა მობილობის შესახებ განცხადებების მიღება განხორციელდება 3 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით ელექტრონული განცხადებების საშუალებით.

    შედეგების შესახებ ბრძანება გამოქვეყნდება 8 სექტემბრამდე.

    შენიშვნა: შიდა მობილობის განხორციელების პროცესში მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლება აქვს სტუდენტს შემდეგი პირობებით:

    ა) სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე უნივერსიტეტის მიერ დადგენილ მიღების წინაპირობებს:

    • ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ინგლისური ენა;
    • ერთიანი ეროვნული გამოცდების რანჟირებული ქულა უნდა იყოს არანაკლებ 1800.

    ბ) თუ სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ აქვს ჩაბარებული პროგრამის წინაპირობად დადგენილი საგანი (უცხო ენა - ინგლისური), მას ეძლევა შიდა მობილობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ მისი საერთო ან ბოლო აქტიური სემესტრის GPA იქნება 3,0-ზე მეტი ან ტოლი (ბოლო სემესტრი მინიმუმ 15 კრედიტიანი დატვირთვით). ინგლისური ენის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტს, შიდა მობილობის უფლება მიეცემა ინგლისური ენის ცოდნის დადასტურების შემთხვევაში (ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენით / ზეპირი და ტესტური შიდა საუნივერსიტეტო გამოცდით). 

    გ) დადგენილი წესები არ ეხება იმ სტუდენტს, რომელიც სწავლობდა მედიცინის პროგრამაზე, შეიცვალა პროგრამა და ისევ გადაწყვიტა მედიცინის პროგრამაზე სწავლის გაგრძელება.

    შენიშვნა: მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში სტუდენტის მიერ ჩაბარებული საგანი/საგნები (იმ სტუდენტებისთვის, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ).

    შიდა მობილობით გადასვლის მსურველმა სტუდენტებმა, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მითითებული განცხადების ფორმა ელექტრონულად და გადააგზავნოთ თქვენი ფაკულტეტის (ამჟამინდელი) ელ. ფოსტაზე:

    Info.medgeo@ciu.edu.ge ქართულენოვანი / Info.medicine@ciu.edu.ge ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტებისთვის (მედიცინის ფაკულტეტი);

    Info.business@ciu.edu.ge (ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი);

    Info.law@ciu.edu.ge (სამართლის ფაკულტეტი);

    Info.social@ciu.edu.ge (სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი);

    info.agro@ciu.edu.ge (მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი).

    P.S. თუ სახელი და გვარი არ იდენტიფიცირდება სტუდენტის ელ.ფოსტასთან, ის განცხადება არ განიხილება! (გთხოვთ, განცხადება გადმოაგზავნოთ პირადი ელ.ფოსტიდან).

    განცხადების ფორმა ქართულენოვანი საბაკალავრო, ერთსაფეხურიანი და სამაგისტრო პროგრამებისთვის

    განცხადების ფორმა უცხოენოვანი საბაკალავრო, ერთსაფეხურიანი და სამაგისტრო პროგრამებისთვის

    შენიშვნა: სტატუს შეჩერებული სტუდენტების შემთხვევაში, შიდა მობილობის განხორციელებამდე (განცხადების გადმოგზავნამდე), გთხოვთ, ასევე დაწეროთ განცხადება სტატუსის აღდგენის თხოვნით და მინიმალური გადასახადის (სემესტრული გადასახადის მესამედი) გადახდის ჩვენებით.

     

    სხვა სიახლეები