• dateიანვარი 23, 2026
    time10:00 AM

    შიდა მობილობა

    banner

    2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა შიდა მობილობის შესახებ განცხადებების მიღება განხორციელდება 23 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ელექტრონული განცხადებების საშუალებით. 

    შედეგების შესახებ ბრძანება გამოქვეყნდება 20 თებერვლის ჩათვლით.

    უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამაგისტრო პროგრამებზე 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტთა შიდა მობილობის შესახებ განცხადებების მიღება განხორციელდება 9 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით ელექტრონული განცხადებების საშუალებით. 

    შედეგების შესახებ ბრძანება გამოქვეყნდება 16 მარტის ჩათვლით.

    შენიშვნა: შიდა მობილობის განხორციელების პროცესში მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლება აქვს სტუდენტს შემდეგი პირობებით:

    ა) სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მედიცინის პროგრამაზე უნივერსიტეტის მიერ დადგენილ მიღების წინაპირობებს (ჩაბარებული აქვს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენა (მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 40) ქიმია და ბიოლოგია (მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 35) და ერთიანი ეროვნული გამოცდების რანჟირებული ქულა აქვს არანაკლებ 1800 ქულისა.

    ბ) თუ სტუდენტს ეროვნულ გამოცდებზე არ აქვს ჩაბარებული პროგრამის წინაპირობად დადგენილი საგანი ან არ აქვს გადალახული მიღების წინაპირობაში აღნიშნული ბარიერი, მას ეძლევა შიდა მობილობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ მისი საერთო ან ბოლო აქტიური სემესტრის GPA იქნება მეტი ან ტოლი 3,0-ის (ბოლო სემესტრი მინიმუმ 15 კრედიტით). ინგლისური ენის გარეშე ჩარიცხულ, ან დადგენილ ზღვარზე დაბალი ქულის მქონე სტუდენტს, შიდა მობილობის უფლება მიეცემა ინგლისური ენის ცოდნის დადასტურების შემთხვევაში (ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენით/ზეპირი და ტესტური შიდასაუნივერსიტეტო გამოცდით).

    გ) დადგენილი წესები არ ეხება იმ სტუდენტს, რომელიც სწავლობდა მედიცინის პროგრამაზე, შეიცვალა პროგრამა და ისევ გადაწყვიტა მედიცინის პროგრამაზე სწავლის გაგრძელება.

    შენიშვნა: მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება სტუდენტის მიერ ჩაბარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში საგანი/საგნები იმ სტუდენტებისთვის, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ.

    შიდა მობილობით გადასვლის მსურველი აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები გონში (შესაბამის შაბლონში) წერენ განცხადებას, ან ქვემოთ მითითებული განცხადების შევსებულ ფორმას აგზავნიან მშობლიური ფაკულტეტის ელ. ფოსტაზე:

    Info.medgeo@ciu.edu.ge

    info.medicine@ciu.edu.ge (მედიცინის ფაკულტეტის უცხოენოვანი პროგრამები)

    Info.business@ciu.edu.ge

    Info.law@ciu.edu.ge

    Info.social@ciu.edu.ge

    Info.agro@ciu.edu.ge

    P.S. თუ სახელი და გვარი არ იდენტიფიცირდება სტუდენტის მეილთან, ის განცხადება არ განიხილება! (გთხოვთ, განცხადება გადმოაგზავნოთ პირადი ელ.ფოსტიდან).

    განცხადების ფორმა ქართულენოვანი საბაკალავრო და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის.

    განცხადების ფორმა უცხოენოვანი და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისთვის.

    შენიშვნა: სტატუსშეჩერებული სტუდენტების შემთხვევაში, სტუდენტი წერს განცხადებას გონში (თავისუფალი ბლანკის შაბლონში) სტატუსის აღდგენის თაობაზე, ტექსტში სტატუსის აღდგენის მიზეზად უთითებს შიდა მობილობას და მიამაგრებს ფაილს მინიმალური გადასახადის (სემესტრული გადასახადის მესამედი) გადახდის ჩვენებით.

    სხვა სიახლეები