• dateმარტი 16, 2026
    time12:00 PM

    შეხვედრა თემაზე - „თუ ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს შეძლებს, მაშინ რა რჩება ჩემთვის?“

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის/ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე - „თუ ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს შეძლებს, მაშინ რა რჩება ჩემთვის?“

    ღონისძიება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებას, შრომითი ბაზრის თანამედროვე გამოწვევებსა და მის გავლენას პროფესიულ გარემოზე. შეხვედრას უძღვებოდნენ ელენე დიღმელაშვილი - ტრანსფორმაციის ქოუჩი და მაია ფალაშვილი - ადამიანური კაპიტალის მართვის ექსპერტი.

    მომხსენებლებმა იმსჯელეს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ მთავარ კითხვებსა და შიშებზე, მათ შორის: ხომ არ ჩაანაცვლებს AI ადამიანს სამუშაო ადგილს, ასევე რომელი უნარები რჩება მხოლოდ ადამიანისთვის და როგორ უნდა მოემზადონ ახალგაზრდები ტექნოლოგიურად სწრაფად ცვალებადი სამყაროსთვის.

    სპიკერებმა ყურადღება გაამახვილეს ტექნოლოგიური ევოლუციის ისტორიულ ცვალებადობაზე. სწორედ ამიტომ, მომავლის შრომით ბაზარზე წარმატებას მიაღწევს ის ადამიანი, რომელიც შეძლებს ტექნოლოგიებთან თანამშრომლობას და არა მათთან კონკურენციას.

    პრეზენტაციაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ჰიბრიდული უნარების მოდელს, რომელიც ტექნიკურ ცოდნასა და ადამიანურ უნარებს აერთიანებს.

    ღონისძიების მთავარი გზავნილი იყო, რომ მომავალი ეკუთვნით სწრაფად ადაპტირებად ადამიანებს, რომლებიც მუდმივად სწავლობენ, ავითარებენ მრავალმხრივ უნარებს და ეფექტურად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს პროფესიული განვითარებისათვის.
     

    სხვა სიახლეები