CIU-ში ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
12-13 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლისა და მედიის თანამედროვე გამოწვევები“ - გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ორი დღის განმავლობაში ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობდა, მოხსენებით 100-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მკვლევარი წარდგა.
კონფერენციის გახსნაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აკადემიური სფეროსა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებმა, ოფიციალური ღონისძიების შემდეგ კი მუშაობა გაგრძელდა შემდეგ თემატურ სექციებში: საერთაშორისო ურთიერთობები და თანამედროვე პოლიტიკური პროცესები; 21-ე საუკუნის საერთაშორისო უსაფრთხოება; საერთაშორისო სამართალი; მედია.
დღის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ კახაბერ კორძაიას შეხვდნენ კონფერენციის თანაორგანიზატორი უნივერსიტეტებისა და აკადემიური ცენტრების წარმომადგენლები/პროფესორები. მხარეებმა დადებითად შეაფასეს კონფერენციის მაღალი აკადემიური ჩართულობა და სამეცნიერო ხარისხი, სამომავლოდ კი ნაყოფიერი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიზნად ისახავდა საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლისა და მედიის სფეროში არსებული გამოწვევების სამეცნიერო ანალიზსა და მათზე რეაგირების გზების ძიებას. ამასთანავე, უნივერსიტეტებსა და მკვლევრებს შორის მჭიდრო აკადემიური კონტაქტების დამყარებას, გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო ერთობლივი პროექტებისთვის მყარი პლატფორმის შექმნას.
კონფერენციის მაღალი აკადემიური სტატუსი განპირობებულია მისი ორგანიზატორების, მონაწილეებისა და მომხსენებელთა მრავალფეროვნებით. ფორუმის მომზადებაში ჩართულნი იყვნენ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამართლის ფაკულტეტი, იაგელონიის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ევრაზიის სივრცის შესწავლის დეპარტამენტი, იოზეფ გოლუხოვსკის სახელობის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (პოლონეთი), ბელოსტოკის უნივერსიტეტი (პოლონეთი), ალფარაბის სახელობის ყაზახეთის ეროვნული უნივერსიტეტი (ყაზახეთი) და სტრატეგიული პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრი.
სხვა სიახლეები
მარტი 16, 2026
12:00 PM
შეხვედრა თემაზე - „თუ ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს შეძლებს, მაშინ რა რჩება ჩემთვის?“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის/ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე - „თუ ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს შეძლებს, მაშინ რა რჩება ჩემთვის?“
მარტი 16, 2026
12:00 PM
კონკურსის შედეგები
ვიწრო სფერო - ჯანდაცვა სწავლის სფერო - მედიცინა
მარტი 13, 2026
01:00 PM
სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხულ კანდიდატთა სია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2025–2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მიღების ფარგლებში სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლება მოიპოვეს შემდეგმა კანდიდატებმა.







