შემოდგომის სემესტრის სტიპენდიის კონკურსი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „წარმატებულ სტუდენტთათვის სტიპენდიის, ერთჯერადი ჯილდოს გაცემისა და სხვა სახის წახალისების წესის“ თანახმად ცხადდება შემოდგომის სემესტრის სტიპენდიის კონკურსი.
სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის მხრიდან ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანისათვის აუცილებელია სასწავლო პროცესში დაცული აკადემიური შედეგების შესახებ ინფორმაციის გარდა კონკურსში მონაწილე სტუდენტთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა შემდეგი სახით:
მონაცემები სტუდენტის მონაწილეობის შესახებ სტუდენტურ, სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებში (2026 წლის მარტიდან დღემდე);
მონაცემები სტუდენტის წვლილის შესახებ უნივერსიტეტის განვითარებაში და მისი ცნობადობის ამაღლებაში (2026 წლის მარტიდან დღემდე).
ინფორმაცია სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებისა და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის წარდგენა შესაძლებელია 9 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურში ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: youth@ciu.edu.ge
ადმინისტრაცია უფლებამოსილია წარმოდგენილი დოკუმენტის ნამდვილობის ეჭვის შემთხვევაში, მოითხოვოს მისი წარმოდგენა და დედანში შემოწმება.
გადაწყვეტილება სტიპენდიის დანიშვნის შესახებ გამოქვეყნდება არაუგვიანეს 30 ოქტომბრისა.
სტიპენდია გაიცემა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
აკადემიური მოსწრება - გამოითვლება სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში წინა სასწავლო სემესტრის განმავლობაში დარეგისტრირებულ სასწავლო კურსებში (არანაკლებ 27 კრედიტი) მიღებული ქულების საშუალო აკადემიური შეფასებით (GPA);
სტიპენდიის მიიღების შესაძლებლობა აქვთ სტუდენტებს, რომელთაც სემესტრული GPA აქვთ 3,5-ზე მეტი;
გარდა სემესტრული აკადემიური შედეგებისა, სტიპენდიის დანიშვნის დროს გამოიყენება მონაცემები სტუდენტის მონაწილეობის შესახებ სტუდენტურ, სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებში და რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უნივერსიტეტის განვითარებაში და მისი ცნობადობის ამაღლებაში.
სასწავლო სტიპენდიის მინიჭება ხდება ქულების რანჟირების მიხედვით (მაქსიმუმ 410 ქულა და მინიმუმ 350 ქულა), რომლის კრიტერიუმები დადგენილია შემდეგი სახით:
ა) აკადემიური მოსწრების შედეგები განისაზღვრება საშუალო შეწონილი ქულით GPA, რაც მრავლდება 100-ზე (პირობითად სემესტრული 3,70 GPA დათვლის დროს შეადგენს 370 ქულას (მაქსიმუმ 400 ქულა);
ბ) სტუდენტის მონაწილეობა საუნივერსიტეტო სტუდენტურ აქტივობებში და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილი (მაქსიმუმ 5 ქულა) - სტიპენდიის მიღების მსურველი სტუდენტი თავად წარმოადგენს აღწერას მის მიერ განხორიცელებული აქტივობების შესახებ. კომისიის წევრები წარმოდგენილ აქტივობებს აფასებენ აქტუალობის და ჩართულობის ხარისხის მიხედვით ცალ-ცალკე და საბოლოოდ გამოყავთ საშუალო არითმეტიკული ქულა;
გ) სტუდენტის მონაწილეობა სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებში (კონფერენცია, დებატები, გაცვლითი პრექტები, სტუდენტური სასწავლო და სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობა, იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობა და სხვა) (მაქსიმუმ 5 ქულა) - სტიპენდიის მიღების მსურველი სტუდენტი თავად წარმოადგენს აღწერას მის მიერ განხორიცელებული აქტივობების შესახებ. კომისიის წევრები წარმოდგენილ აქტივობებს აფასებენ აქტუალობის და ჩართულობის ხარისხის მიხედვით ცალ-ცალკე და საბოლოოდ გამოყავთ საშუალო არითმეტიკული ქულა.
სტიპენდიის რაოდენობისა და დანიშვნის პროცედურაზე მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://admin.ciu.edu.ge/uploads/stipendiis_da_jildos_gatsemis_tsesi_89af929f9e.pdf
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 13, 2026
04:01 PM
CIU-ს წარმომადგენელმა Erasmus+ კვირეულში მიიღო მონაწილეობა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სვეტლანა კირაკოსიანმა ესპანეთში, ბურგოსის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ XI საერთაშორისო Erasmus+ კვირეულში მიიღო მონაწილეობა.
ოქტომბერი 13, 2026
03:57 PM
უნეტარეს როსტისლავის ვიზიტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
13 ოქტომბერს, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საუნივერსიტეტო ღონისძიებების ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) მაღალი რანგის სასულიერო დელეგაციას უმასპინძლა. უნივერსიტეტს ეწვია პრეშოვის მთავარეპისკოპოსი, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი როსტისლავი.
ოქტომბერი 13, 2026
10:00 AM
სალომე ლიპარტელიანს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი მიენიჭა
12 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ სალომე ლიპარტელიანის დისერტაციის საჯარო დაცვა თემაზე: „რეგულირების გავლენა საქართველოს სადაზღვევო სექტორის ფინანსური ზრდის პერსპექტივაზე“.