• dateსექტემბერი 03, 2025
    time12:30 PM

    სარეზიდენტო პროგრამაზე მიღება

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის პროგრამაზე თერაპიულ სტომატოლოგიაში (ერთი ადგილი).

    საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 4 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით (სართული 6, საკონტაქტო პირები: ლელა გრიგოლია, ტელ: 599178709; უჩა მეტრეველი, ტელ: 571197776. კონკურსანტებთან გასაუბრება განხორციელდება 12 სექტემბერს, 15:00 საათზე.

    რეგისტრაციის დროს წარმოსადგენია შემდეგი საბუთები:

    ა) განცხადება;

    ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

    გ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგი (მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა);

    დ) დიპლომის ასლი;

    ე) კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

    ვ) საექიმო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

    რეზიდენტურის პროგრამაზე ჩარიცხვა მოხდება ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდაში მიღებული ქულის შესაბამისად. თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება გასაუბრების შედეგებს, სადაც კრიტერიუმები განისაზღვრება შემდეგი სახით:

    ა) ინგლისური ენის ცოდნა - 2 ქულა;

    ბ) კონფერენციებში მონაწილეობა - 2 ქულა;

    გ) საექიმო გამოცდილება - 2 ქულა;

    დ) მოტივაცია და ზოგადი უნარები - 2 ქულა.

     

    სხვა სიახლეები