სამეცნიერო კონფერენცია
3 დეკემბერს გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე - ,,კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე“, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა ზაზა ცოტნიაშვილმა, ჩვენი სამეცნიერო წრეებისთვისა და საზოგადოებისთვის აქტუალური კვლევა წარადგინა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, კონფერენცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიხსნა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სახელმწიფო და საგანმანათლებლო ინსტიტუციების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, კვლევითი ცენტრებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა.
ზაზა ცოტნიაშვილმა თავის მოხსენებაში: ,,ოკუპირებული ტერიტორიის მედია ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, - საინფორმაციო და ჰიბრიდულ ომზე ისაუბრა. მისი კვლევის შედეგების თანახმად, საინფორმაციო იარაღი უხილავია და ის უხმაუროდ აყალბებს ისტორიულ მემკვიდრეობას, იწვევს საზოგადოების პოლარიზებას.
პროფესორ - ზაზა ცოტნიაშვილის გამოსვლის მთავარი რეკომენდაციები გახლავთ:
• კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი ციფრული პლატფორმის შექმნა;
• ინფორმირებული მოსახლეობა;
• სოლიდარობა საინფორმაციო ომში;
• სახელმწიფო პოლიტიკის გააქტიურება საინფორმაციო ომში თავდაცვისათვის;
• საზოგადოების კონსოლიდაცია სახელმწიფოს ინტერესების გარშემო.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ცნობილ მკვლევართა ნააზრევის გაზიარება დარგის სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოებისთვის, მათ დასაცავად საერთაშორისო გამოცდილების გამოყენება და სამომავლო მიზნების დასახვა.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.
დეკემბერი 11, 2025
01:00 PM
AI Startup Winter 2025-2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იგეგმება ახალი, ინოვაციური ღონისძიება „AI Startup Winter 2025-2026“, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გაცნობას და AI-ზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნა-განვითარებას.





