სამძიმრის წერილი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა სულიერი წინამძღოლი, რომლის ცხოვრებაც ქრისტესა და სამშობლოსადმი თავგანწირული მსახურების მაგალითია.
იგი იყო განათლებისა და მეცნიერების დიდი მხარდამჭერი და ღრმად სწამდა ცოდნისა და სულიერების სინთეზის ძალა. ჩვენი უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი სწორედ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა, მისივე კურთხევით, 2017 წელს საფუძველი ჩაეყარა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია „თამარს“. ყოველივე ეს ნათლად მეტყველებს მის განსაკუთრებულ მზრუნველობაზე ქართული ტრადიციების, მეცნიერების განვითარებისა და მომავალი თაობების პროფესიული წინსვლის მიმართ.
გვწამს, რომ მისი ღვაწლი და მოძღვრება კვლავაც იცოცხლებს ჩვენს ერში, ხოლო ზეციური ლოცვა მუდამ შეეწევა ჩვენს სამშობლოსა და დედა-ეკლესიას.
ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოსა და მართლმადიდებლურ სამყაროს.
სხვა სიახლეები
მარტი 17, 2026
01:00 PM
შეხვედრა/მემორანდუმი დავით კენჭაძესთან
17 მარტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (CIU) ბიზნეს ლიდერ დავით კენჭაძესთან საჯარო შეხვედრა და მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
მარტი 16, 2026
12:00 PM
კონკურსის შედეგები
ვიწრო სფერო - ჯანდაცვა სწავლის სფერო - მედიცინა
მარტი 16, 2026
12:00 PM
შეხვედრა თემაზე - „თუ ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს შეძლებს, მაშინ რა რჩება ჩემთვის?“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის/ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე - „თუ ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს შეძლებს, მაშინ რა რჩება ჩემთვის?“