• dateდეკემბერი 05, 2025
    time08:30 AM

    საჯარო ლექცია: „სამედიცინო ეთიკა და ეფექტური კომუნიკაცია“

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    4 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე „სამედიცინო ეთიკა და ეფექტური კომუნიკაცია“, სადაც სტუდენტებმა მიიღეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის, პაციენტთან სწორი ურთიერთობისა და კომუნიკაციის უნარების შესახებ.

    ლექციას უძღვებოდა CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ჯანდაცვის მენეჯერი, სერტიფიცირებული ტრენერი სალომე რამიშვილი. 

    ლექცია მიმდინარეობდა დისკუსიებითა და შემთხვევების ერთობლივი ანალიზით, რამაც უზრუნველყო მონაწილეთა მაღალი ჩართულობა და თემის ღრმა გააზრება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეთიკური დილემების მართვაზე, ემპათიის მნიშვნელობაზე, გუნდურ თანამშრომლობასა და იმ თანამედროვე სტანდარტებზე, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხო, ჰუმანურ და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. ღონისძიების მიზანია, სტუდენტებში პროფესიული ღირებულებების გაძლიერება და ისეთი უნარების განვითარება, რომლებიც მათ მომავალ სამედიცინო პრაქტიკაში სანდო და ეფექტურ სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
     

    სხვა სიახლეები