საჯარო ლექცია „AI & მეწარმეობა“
კვირეულის - „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ ფარგლებში, მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „AI & მეწარმეობა: კომპეტენციების ახალი პარადიგმა“. ღონისძიება ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ნანობაშვილმა გახსნა. დეკანმა თავის მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე საგანმანათლებლო და სამეწარმეო მიდგომების ტრანსფორმაციის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მსგავსი დისკუსიები ახალგაზრდებს მომავლის ბაზრისთვის მომზადებაში ეხმარება.
საჯარო ლექციას უძღვებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელი ია ნადირაშვილი. მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა იმ უნარებზე, რომლებიც ინარჩუნებენ უდიდეს ღირებულებას მაშინაც კი, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ბევრ პროფესიულ ამოცანას ადამიანზე ეფექტიანად ასრულებს. შეხვედრაზე განიხილეს, თუ რატომ იქცა XXI საუკუნის ყველაზე მოთხოვნად კომპეტენციებად სამეწარმეო აზროვნება, კრეატიულობა, ინიციატივიანობა და პრობლემების გადაჭრის უნარი, რაც ადამიანს ავტომატიზაციის რისკებისგან იცავს.
ლექციის მსვლელობისას სპიკერმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დღეს მეწარმეობა გასცდა მხოლოდ ბიზნესის დაწყების ჩარჩოებს და ის პრობლემების გადაჭრის უნივერსალურ მეთოდად იქცა. ია ნადირაშვილმა დამსწრეებს პრაქტიკული მიდგომები გაუზიარა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იდეების გენერირებისთვის, ინოვაციების შესაქმნელად და ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად.
შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ მომავლის ეკონომიკაში გამარჯვებულები იქნებიან არა უბრალოდ ხელოვნური ინტელექტის მომხმარებლები, არამედ ისინი, ვინც AI-ის დახმარებით უკეთ დაინახავენ ახალ პერსპექტივებს და შეძლებენ რეალური პრობლემების მოგვარებას. საჯარო ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა, სადაც აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღო.
სხვა სიახლეები
ივლისი 13, 2026
02:00 PM
ტრენინგი CIU-ს დოქტორანტებისთვის
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის ინიციატივით გაიმართა ტრენინგი დოქტორანტებისთვის.
ივლისი 11, 2026
06:00 AM
„AI აგენტები და ციფრული სამუშაო ძალა“ - ვორქშოპი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საგანმანათლებლო კვირეულის - „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ ფარგლებში, ვორქშოპი გაიმართა. შეხვედრა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე შესაძლებლობებს მიეძღვნა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ნანობაშვილმა გახსნა. მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ტექნოლოგიური პროგრესის მნიშვნელობას საგანმანათლებლო და ბიზნეს პროცესებში და აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს სტუდენტებისა და დარგის პროფესიონალების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.
ივლისი 10, 2026
11:00 AM
უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე კსუ-ს მეტოქეები გაირკვა
CIU-ს ფუტსალის გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირისთვის ემზადება!




