„AI აგენტები და ციფრული სამუშაო ძალა“ - ვორქშოპი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საგანმანათლებლო კვირეულის - „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ ფარგლებში, ვორქშოპი გაიმართა. შეხვედრა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე შესაძლებლობებს მიეძღვნა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ნანობაშვილმა გახსნა. მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ტექნოლოგიური პროგრესის მნიშვნელობას საგანმანათლებლო და ბიზნეს პროცესებში და აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს სტუდენტებისა და დარგის პროფესიონალების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.
ამჯერად ვორქშოპის მთავარი თემა იყო „AI აგენტები და ციფრული სამუშაო ძალა: მომავლის სამუშაო გარემო დღეს“. შეხვედრას უძღვებოდა ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი კაკაშვილი. მომხსენებელმა მარტივ და პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით აუდიტორიას დეტალურად უჩვენა, თუ როგორ არის შესაძლებელი AI აგენტების გამოყენება სამუშაო პროცესების გასამარტივებლად, ციფრული სამუშაო ნაკადების (workflows) შესაქმნელად და პროდუქტიულობის გაზრდისთვის. ვორქშოპის მსვლელობისას მონაწილეებმა მიიღეს პასუხები კითხვებზე, თუ როგორ შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა დაზოგოს დრო და ავტომატურად შეასრულოს ყოველდღიური რუტინული ამოცანები.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რამაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება მისცა, სპიკერთან ერთად განეხილათ სამომავლო სამუშაო გარემოს გამოწვევები და ტენდენციები.
სხვა სიახლეები
აგვისტო 21, 2026
02:00 PM
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
აგვისტო 14, 2026
11:00 AM
რეგისტრაცია პროფესიულ პროგრამაზე - „მცირე და საშუალო მარნების ელექტრონული სისტემების მართვა”
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „მცირე და საშუალო მარნების ელექტრონული სისტემების მართვა”.
აგვისტო 05, 2026
08:00 AM
სამეცნიერო კონფერენცია - „ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მდგრადობის გზით აღმავალი ბაზრების პოტენციალის წარმოჩენა“
4-5 აგვისტოს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და კანადის ბიზნესისა და აღმავალი ბაზრების აკადემიის (ABEM) ერთობლივი მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მდგრადობის გზით აღმავალი ბაზრების პოტენციალის წარმოჩენა“ გაიმართა.


