საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტების ღია ლექცია
13 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ასოცირებული პროფესორის, დოქტორ ნანა პარინოსის სალექციო კურსის - ინგლისური ენა საერთაშორისო ურთიერთობებისთვის 2 - ფარგლებში ღია ლექცია გაიმართა. ლექციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა საზოგადოებას წარუდგინეს თემატური პრეზენტაცია - „საქართველო: 1921 წლის 6 თებერვლის აღლუმი“.
სტუდენტებმა ინსპირაციის წყაროდ 1921 წლის 6 თებერვალს გამართული აღლუმის ამსახველი ისტორიული ფოტოსურათი გამოიყენეს, რომელიც საქართველოში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართული ღონისძიების დროს არის გადაღებული. აღნიშნულ ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.
ღია ლექციის მონაწილეებმა დამოუკიდებლად შეიმუშავეს სცენარი და მხატვრულად გააცოცხლეს ფოტოზე აღბეჭდილი ისტორიული პირები, მათ შორის: საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი პოლკოვნიკი კლოდ ბეიფილდ სტოქსი, საფრანგეთის უმაღლესი კომისარი აბელ შევალიე, თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენელი ქიაზიმ ბეი, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი თურქეთში სვიმონ მდივანი, იტალიის ელჩი ჩერუტი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე საბახტარაშვილი, განათლების მინისტრი და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ ლორთქიფანიძე, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილეები ალექსანდრე ლომთათიძე და ექვთიმე თაყაიშვილი და სხვა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის ისტორიული მეხსიერების გააქტიურებას, ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარების განვითარებას, ასევე ინგლისურ ენაზე პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენების პრაქტიკას საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.
დეკემბერი 11, 2025
01:00 PM
AI Startup Winter 2025-2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იგეგმება ახალი, ინოვაციური ღონისძიება „AI Startup Winter 2025-2026“, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გაცნობას და AI-ზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნა-განვითარებას.





















