დარეგისტრირდი ლევან ჟორჟოლიანის საჯარო ლექციაზე - მუნიციპალური სამართალი - დასასწრებად

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისის თავმჯდომარის ლევან ჟორჟოლიანის საჯარო ლექცია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახური და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია გეგმავს საჯარო ლექციის გამართვას, ლექცია მოიცავს შემდეგ თემას: “მუნიციპალური სამართალი“.
ლექციას წარუძღვება კომისიის თავმჯდომარე - ლევან ჟორჟოლიანი. საჯარო ლექცია ადგილობრივი თვითმმართველობის სამართალთან ერთად შესაძლებელია მოიცავდეს სტუდენტების ინტერესიდან გამომდინარე, ასევე სამართლის სხვა დარგებსაც (ადამიანის უფლებები, შრომის სამართალი და სხვ).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და დააფიქსიროთ თქვენი სურვილი, თუ რა საკითხზე გსურთ საჯარო ლექციის გამართვა მიმდინარე წლის 14 მაისამდე.
იხილეთ ბმული: https://goo.gl/Mmcw2U
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ კარიერული განვითარების სამსახურს.
საკონტაქტო პირი: სოფიო გორდელაძე
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 261 12 98 (188)
სხვა სიახლეები
აპრილი 01, 2026
11:00 AM
განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია; ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 2 ვაკანსია.
აპრილი 01, 2026
09:00 AM
CIU-ს შეთავაზება აბიტურიენტებს
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხული აბიტურიენტები შეთავაზებათა მრავალფეროვანი პაკეტით ისარგებლებენ.
მარტი 30, 2026
01:00 PM
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს (CIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ და უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ მოაწერეს ხელი.