2026 წლის 22 ივლისს, 16:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 305-ე აუდიტორიაში, შედგება სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის ქეთევან ცინცაძის სადისერტაციო ნაშრომის ,,მესამე პირები ადმინისტრაციულ პროცესსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში“ საჯარო დაცვა.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
ვალერი ხრუსტალი - სამართლის დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისპროფესორი.
ოფიციალური რეცენზენტები:
შალვა ქურდაძე - სამართლის დოქტორი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი; საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
სალომე წურწუმია - სამართლის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
იხილეთ ქეთევან ცინცაძის ავტორეფერატი