• dateმარტი 11, 2026
    time01:30 PM

    საჯარო შეხვედრა მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    10 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე გაიმართა საჯარო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ფაკულტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა დამსწრე აუდიტორიას თავიანთი საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს.

    ღონისძიება ასევე მიეძღვნა ქალ მეღვინეთა პოპულარიზაციას, მსმენელთა წინაშე კი სპიკერებად წარდგნენ, თეონა კაციაშვილი, ლიზიკო ღვინიაშვილი, სალომე ჩარკვიანი, ნინო გელხვიიძე და Sana Rehman.

    აღსანიშნავია, რომ შეხვედრის სპიკერები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სპეციალური წარმომადგენლის, ქეთი გორგილაძის მხარდაჭერით, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ესპანეთში იმყოფებოდნენ.

    დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანმა ოლანი გოცირიძემ და ფაკულტეტის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელმა დავით მაღრაძემ, ღონისძიებას მოდერაცია გაუწია ფაკულტეტის კოორდინატორმა ლაშა ბოდაველმა.

    სხვა სიახლეები