საჯარო ლექცია „AI & მეწარმეობა“
კვირეულის - „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ ფარგლებში, მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „AI & მეწარმეობა: კომპეტენციების ახალი პარადიგმა“. ღონისძიება ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ნანობაშვილმა გახსნა. დეკანმა თავის მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე საგანმანათლებლო და სამეწარმეო მიდგომების ტრანსფორმაციის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მსგავსი დისკუსიები ახალგაზრდებს მომავლის ბაზრისთვის მომზადებაში ეხმარება.
საჯარო ლექციას უძღვებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელი ია ნადირაშვილი. მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა იმ უნარებზე, რომლებიც ინარჩუნებენ უდიდეს ღირებულებას მაშინაც კი, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ბევრ პროფესიულ ამოცანას ადამიანზე ეფექტიანად ასრულებს. შეხვედრაზე განიხილეს, თუ რატომ იქცა XXI საუკუნის ყველაზე მოთხოვნად კომპეტენციებად სამეწარმეო აზროვნება, კრეატიულობა, ინიციატივიანობა და პრობლემების გადაჭრის უნარი, რაც ადამიანს ავტომატიზაციის რისკებისგან იცავს.
ლექციის მსვლელობისას სპიკერმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დღეს მეწარმეობა გასცდა მხოლოდ ბიზნესის დაწყების ჩარჩოებს და ის პრობლემების გადაჭრის უნივერსალურ მეთოდად იქცა. ია ნადირაშვილმა დამსწრეებს პრაქტიკული მიდგომები გაუზიარა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იდეების გენერირებისთვის, ინოვაციების შესაქმნელად და ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად.
შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ მომავლის ეკონომიკაში გამარჯვებულები იქნებიან არა უბრალოდ ხელოვნური ინტელექტის მომხმარებლები, არამედ ისინი, ვინც AI-ის დახმარებით უკეთ დაინახავენ ახალ პერსპექტივებს და შეძლებენ რეალური პრობლემების მოგვარებას. საჯარო ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა, სადაც აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღო.
სხვა სიახლეები
ივლისი 10, 2026
11:00 AM
უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე კსუ-ს მეტოქეები გაირკვა
CIU-ს ფუტსალის გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირისთვის ემზადება!
ივლისი 10, 2026
10:00 AM
ქეთევან ცინცაძის დისერტაციის საჯარო დაცვა
2026 წლის 22 ივლისს, 16:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 305-ე აუდიტორიაში, შედგება სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის ქეთევან ცინცაძის სადისერტაციო ნაშრომის ,,მესამე პირები ადმინისტრაციულ პროცესსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში“ საჯარო დაცვა.
ივლისი 10, 2026
10:00 AM
CIU-ს მაგისტრანტმა გერმანიაში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა ანდრანიკ ოგანისიანმა, გერმანიაში გამართულ საერთაშორისო ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამაში - Institute of Civic Studies and Learning for Democracy (ICSLD) - მიიღო მონაწილეობა.




