მარიამ ქარჩავა-შარტავას დისერტაციის საჯარო დაცვა

2026 წლის 11 ნოემბერს, 14:00-ზე, მულტიმედია ცენტრის პანორამაში (პირველი კორპუსის მე-10 სართული) შედგება მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ მარიამ ქარჩავა-შარტავას დისერტაციის „განათლების საკითხები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეიტინგული სატელევიზიო არხების გადაცემებში“ საჯარო დაცვა.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
ხათუნა მაისაშვილი - მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ოფიციალური რეცენზენტები:
ეკა თხილავა - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო
უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
მანანა შამილიშვილი - ჟურნალისტიკის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
სხვა სიახლეები
ნოემბერი 05, 2026
12:56 PM
CIU-ს სტუდენტები თურქეთში, ტროას მუზეუმსა და არქეოლოგიურ ძეგლს ეწვივნენ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნანა პარინოსმა და ამავე პროგრამის სტუდენტებმა #CIUGRANTS-ის ფარგლებში თურქეთში, ქალაქ ჩანაქალეში, ტროას მუზეუმი და არქეოლოგიური ძეგლი მოინახულეს.
ნოემბერი 05, 2026
08:57 AM
CIU-მ Bologna Hub Peer Support Plus (BHPS+) ინიციატივის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლა
2-3 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივის - Bologna Hub Peer Support Plus (BHPS+) - ფარგლებში ორდღიანი საკონსულტაციო ვიზიტი გაიმართა.
ნოემბერი 05, 2026
08:20 AM
გაცვლითი პროგრამა ტაშკენტის სახელმწიფო იურიდიულ უნივერსიტეტში (ტაშკენტი, უზბეკეთი)
2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ტაშკენტის სახელმწიფო იურიდიულ უნივერსიტეტში.