გაცვლითი პროგრამა ტაშკენტის სახელმწიფო იურიდიულ უნივერსიტეტში (ტაშკენტი, უზბეკეთი)

2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ტაშკენტის სახელმწიფო იურიდიულ უნივერსიტეტში.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
აკადემიური მობილობის ფარგლებში მოხდება შესაბამისი განვლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება.
სწავლის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი (2026-2027 წლის გაზაფხულის სემესტრი)
იხილეთ საგნების ჩამონათვალი : https://tsul.uz/en
საკონკურსო ადგილი: 5
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 18 ნოემბერი, 2026 წ.
სააპლიკაციო დოკუმენტების (pdf ფორმატით) მიღება ხდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე:
სააპლიკაციო დოკუმენტები:
- პირადობის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- CV (ინგლისურ ენაზე)
შერჩევის პროცედურა:
- სააპლიკაციო დოკუმენტების გადარჩევა
- გასაუბრება შიდასაუნივერსიტეტო კომისიასთან
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- მოტივაცია
- აკადემიური მოსწრება
- ენობრივი კომპეტენცია
ფინანსური პირობები:
- ამ პროექტის ფარგლებში სტუდენტები ტაშკენტის სახელმწიფო იურიდიულ უნივერსიტეტში განთავისუფლებულები არიან სწავლის საფასურის გადახდისაგან, იხდიან CIU-ში ჩვეულ რეჟიმში.
- მგზავრობისა და ადგილზე ცხოვრების ხარჯებს სტუდენტები თავად ფარავენ.
სხვა სიახლეები
ნოემბერი 05, 2026
12:56 PM
CIU-ს სტუდენტები თურქეთში, ტროას მუზეუმსა და არქეოლოგიურ ძეგლს ეწვივნენ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნანა პარინოსმა და ამავე პროგრამის სტუდენტებმა #CIUGRANTS-ის ფარგლებში თურქეთში, ქალაქ ჩანაქალეში, ტროას მუზეუმი და არქეოლოგიური ძეგლი მოინახულეს.
ნოემბერი 05, 2026
08:57 AM
CIU-მ Bologna Hub Peer Support Plus (BHPS+) ინიციატივის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლა
2-3 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივის - Bologna Hub Peer Support Plus (BHPS+) - ფარგლებში ორდღიანი საკონსულტაციო ვიზიტი გაიმართა.
ნოემბერი 02, 2026
11:25 AM
მარიამ ქარჩავა-შარტავას დისერტაციის საჯარო დაცვა