• dateნოემბერი 05, 2026
    time08:57 AM

    CIU-მ Bologna Hub Peer Support Plus (BHPS+) ინიციატივის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    2-3 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივის - Bologna Hub Peer Support Plus (BHPS+) - ფარგლებში ორდღიანი საკონსულტაციო ვიზიტი გაიმართა.

    ვიზიტში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები, პროფესორები სიუზენ ლინჰოფერი (Susanne Linhofer) და ირმა გრძელიძე, რომლებმაც უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს უმაღლესი განათლების განვითარების თანამედროვე ტენდენციებზე, ევროპულ გამოცდილებასა და ინსტიტუციური განვითარების შესაძლებლობებზე.

    საკონსულტაციო ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სამ ძირითად მიმართულებას დაეთმო:

    🔹 სწავლის შედეგები (Learning Outcomes) - განხილული იქნა საგანმანათლებლო პროგრამებში სწავლის შედეგების განსაზღვრის, შეფასებისა და გაუმჯობესების საკითხები. სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობდნენ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები და სხვადასხვა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები.

    🔹 მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs) - საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განიხილეს მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირება საუნივერსიტეტო საქმიანობაში, ევროპული და გლობალური ტენდენციები, უნივერსიტეტის არსებული პრაქტიკა და სამომავლო შესაძლებლობები.

    🔹 ხელოვნური ინტელექტი (AI) - სამუშაო შეხვედრა დაეთმო უმაღლეს განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თანამედროვე მიდგომებს, ინსტიტუციური სტრატეგიების შემუშავებასა და პრაქტიკული მაგალითების განხილვას.

    ვიზიტის პროგრამა მოიცავდა შეხვედრას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, თემატურ სამუშაო შეხვედრებსა და დისკუსიებს. პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანები, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი, პროგრამების ხელმძღვანელები და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები.

    Bologna Hub Peer Support Plus (BHPS+) წარმოადგენს Erasmus+ პროგრამის Key Action 3 - Policy Support მიმართულების ფარგლებში განხორციელებულ ინიციატივას, რომელსაც გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) კოორდინაციას უწევს. მისი მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერა საერთაშორისო ექსპერტიზის, გამოცდილების გაზიარებისა და მიზნობრივი საკონსულტაციო ვიზიტების გზით.

    ინიციატივაში მონაწილეობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს აძლევს შესაძლებლობას, გაიზიაროს საერთაშორისო გამოცდილება, გააძლიეროს ინსტიტუციური და აკადემიური პროცესები და ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის განვითარებას ევროპული უმაღლესი განათლების თანამედროვე პრიორიტეტების შესაბამისად.

    სხვა სიახლეები