• dateნოემბერი 05, 2026
    time12:56 PM

    CIU-ს სტუდენტები თურქეთში, ტროას მუზეუმსა და არქეოლოგიურ ძეგლს ეწვივნენ

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნანა პარინოსმა და ამავე პროგრამის სტუდენტებმა #CIUGRANTS-ის ფარგლებში თურქეთში, ქალაქ ჩანაქალეში, ტროას მუზეუმი და არქეოლოგიური ძეგლი მოინახულეს.

    ვიზიტი განხორციელდა საგრანტო პროექტის - „ლიტერატურული დეტექტივი: ანტიკური კოდი ქართულ და ინგლისურენოვან ლიტერატურაში“ ფარგლებში. სამუშაო ჯგუფის წევრები იყვნენ - ქეთი მალაზონია, ლიზი შელია, სალომე ჯანგირაშვილი, ნინი კარიაული და მარიამ თევზაძე.

    პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა საველე სამუშაოები ჩაატარეს და ტროას მუზეუმსა და არქეოლოგიურ ტერიტორიაზე ვიდეოპოდკასტები გადაიღეს. მათი მიზანი ანტიკური კოდების ძიება და ანალიზი, ასევე ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულებით პროექტის ფარგლებში მიღებული მიგნებების წარმოჩენაა.

    სხვა სიახლეები