პროფესიული აქტივობა სამართლით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, სამართლის მიმართულებით დაინტერესებული მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პროფესიული აქტივობა გაიმართა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სამართლის სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის კრიმინალისტიკური საგამოძიებო მოქმედებების პრაქტიკულ დემონსტრირებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას.
სასწავლო პროცესის ფარგლებში განხორციელდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების იმიტაცია, რომლის დროსაც მონაწილეებმა უშუალოდ განახორციელეს შემდეგი კრიმინალისტიკური აქტივობები: ობიექტის პროფესიული დათვალიერება; მტკიცებულებათა მართვა; სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება.
სასწავლო-პრაქტიკულ აქტივობას უძღვებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები: მარიამ შუკაკიძე და ნიკოლოზ ოთანაძე. მოწვეულმა სპეციალისტებმა მონაწილეებს გააცნეს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის თანამედროვე მეთოდოლოგია და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს საგამოძიებო მოქმედებების წარმოების პროცესში.
ღონისძიება მონაწილეებს დაეხმარა ანალიტიკური აზროვნებისა და კრიტიკული ხედვის განვითარებაში, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მათ მიერ მომავალი პროფესიის გაცნობიერებულად არჩევის პროცესში.
სხვა სიახლეები
მაისი 11, 2026
11:50 AM
განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2026 წლის 15 ივნისიდან 2026 წლის 18 ივნისის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
მაისი 11, 2026
11:00 AM
პროფესიული აქტივობა მოსწავლეებისთვის: საერთაშორისო ურთიერთობები/მედია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პროფესიული შეხვედრები ჩატარდა. ღონისძიებები მიზნად ისახავდა ახალგაზრდების დაინტერესებას სხვადასხვა აკადემიური მიმართულებით და მათთვის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.
მაისი 09, 2026
08:00 AM
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, საქართველოს საპატრიარქოსა და სამედიცინო ცენტრს შორის
30 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელმაც ახალ სამმხრივ პარტნიორობას ჩაუყარა საფუძველი.





