პროფესიული აქტივობა მოსწავლეებისთვის: საერთაშორისო ურთიერთობები/მედია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პროფესიული შეხვედრები ჩატარდა. ღონისძიებები მიზნად ისახავდა ახალგაზრდების დაინტერესებას სხვადასხვა აკადემიური მიმართულებით და მათთვის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.
საერთაშორისო ურთიერთობების სფეროთი დაინტერესებული მოსწავლეებისთვის გაიმართა დისკუსია თემაზე: „დიპლომატიის როლი საერთაშორისო პოლიტიკაში“. შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ალიკა გუჩუა და რექტორის მრჩეველი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ფარეშიშვილი უძღვებოდნენ.
აქტივობა დატვირთული იყო როგორც თეორიული მასალით, ისე პრაქტიკული კომპონენტებით. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ დისკუსიებსა და მოლაპარაკებებში, რაც მათ დიპლომატიური პროცესების უკეთ აღქმაში დაეხმარათ.
ჟურნალისტიკით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის ჩატარდა ვორქშოპი: „სამაუწყებლო მედია: ტელე-რადიორეპორტინგი“. სასწავლო კურსი ორ ძირითად მოდულს აერთიანებდა: რადიომაუწყებლობა და ტელერეპორტინგი.
რადიომაუწყებლობის სპეციფიკასა და მუშაობის პრინციპებზე CIU-ს ასისტენტ-პროფესორმა, რადიოწამყვანმა სოსო გაზდელიანმა ისაუბრა, ხოლო ახალი ამბების მომზადების ეტაპები, კამერასთან მუშაობის ტექნიკა და ვიზუალიზაციის სტანდარტები მოსწავლეებს მულტიმედია ცენტრის პროდიუსერმა, ასისტენტ-პროფესორმა ლიკა ზამბახიძემ გააცნო.
სხვა სიახლეები
მაისი 11, 2026
11:50 AM
განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2026 წლის 15 ივნისიდან 2026 წლის 18 ივნისის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
მაისი 11, 2026
10:00 AM
პროფესიული აქტივობა სამართლით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, სამართლის მიმართულებით დაინტერესებული მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პროფესიული აქტივობა გაიმართა.
მაისი 09, 2026
08:00 AM
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, საქართველოს საპატრიარქოსა და სამედიცინო ცენტრს შორის
30 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელმაც ახალ სამმხრივ პარტნიორობას ჩაუყარა საფუძველი.





