განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებსკონკურსსაკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
ვიწრო სფერო - ჯანდაცვა
სწავლის სფერო - მედიცინა
საბაზისო მედიცინა
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 ვაკანსია;
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე - 2 ვაკანსია.
კლინიკური მედიცინა
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 ვაკანსია;
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 ვაკანსია;
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 46 ვაკანსია;
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე - 4 ვაკანსია.
კონკურსი ცხადდება 2026 წლის 13 მაისს.
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2026 წლის 15 ივნისიდან 2026 წლის
18 ივნისის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი
დოკუმენტები:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
- ავტობიოგრაფია (CV);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ერთი ფოტოსურათი;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
- სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი / დოკუმენტები;
- ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
- საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა და თრენინგებში მონაწილეობა);
- სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში;
- ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
- დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
- ბოლო 5 წლისგანმავლობაშიდადასტურებული, აქტიურისამეცნიერო-კვლევითისაქმიანობა, რომელიცასახულიიქნებარეიტინგულსაერთაშორისორეცენზირებადჟურნალებშიგამოქვეყნებულპუბლიკაციებში (ლინკებისმითითებასავალდებულოა);
- ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, სასერთიფიკატო კურსებსა და ტრენინგებში მონაწილეობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები დაგრანტები);
- არსებობისშემთხვევაში სამეცნიერო სტიპენდიებისა დაგრანტებისდამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
- იმ საგანმანათლებლო პროგრამის / პროგრამების განვითარების კონცეფცია, რომლის განხორციელებაში მონაწილეობის სურვილიც აქვს კონკურსანტს;
- საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
- თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება დოქტორანტებისხელმძღვანელობისგამოცდილებისმქონეკანდიდატს;
- თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ სფეროში პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს;
- თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
- ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაბამის სპეციალობაში /დარგში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
- დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები);
- იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
- საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
- თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ სფეროში პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს;
- თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.
ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
- დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაბამის სფეროში / დარგში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
- ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები);
- იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
- საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
- თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ სფეროში პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს;
- თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
- კონკურსანტი იყოს იმ სფეროს / საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი, რომლის ფარგლებშიც სურს აკადემიური თანამდებობის დაკავება;
- თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.
კლინიკურ დისციპლინებში აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველ კონკურსანტებს მოეთხოვებათ:
შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი.
გამოცდილება:
ა) პროფესორს: პედაგოგიური – სულ მცირე 6 წელი, კლინიკური – სულ მცირე ბოლო 9 წელი;
ბ) ასოცირებულ პროფესორს: პედაგოგიური – სულ მცირე, 3 წელი, კლინიკური – სულ მცირე, ბოლო 5 წელი;
გ) ასისტენტ-პროფესორს: კლინიკური – სულ მცირე, ბოლო 3 წელი;
დ) ასისტენტს - დოქტორანტი კლინიკურ სპეციალობაში.
მედიცინის ინგლისურენოვან პროგრამაზე აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველ კანდიდატს მოეთხოვება:
ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილება / საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში / საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის
მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში / ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის
დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით / ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.).
პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი კონკურსანტის კვალიფიკაციის დასადასტურებლად საჭიროა:
კონკრეტულ სფეროშიმუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის სფეროში არანაკლებ 5 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით.
თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც:
- აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
- შრომები შესაბამის სფეროში;
- მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში;
- რომელიც არის შესაბამისი სფეროს სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;
- რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
- წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
- პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსის პირველი ეტაპი (საკონკურსო დოკუმენტაციის შესწავლა) ჩატარდება 2026 წლის
19 ივნისს
კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარდება 2026 წლის 22 ივნისს.
შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 22 ივნისს
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე,
ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 701
საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულადაც, მისამართზე.
hr@ciu.edu.ge
ტელ.: 2 61-12-98; 2 30-86-41; 2 10-52-03
სხვა სიახლეები
მაისი 11, 2026
11:00 AM
პროფესიული აქტივობა მოსწავლეებისთვის: საერთაშორისო ურთიერთობები/მედია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პროფესიული შეხვედრები ჩატარდა. ღონისძიებები მიზნად ისახავდა ახალგაზრდების დაინტერესებას სხვადასხვა აკადემიური მიმართულებით და მათთვის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.
მაისი 11, 2026
10:00 AM
პროფესიული აქტივობა სამართლით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, სამართლის მიმართულებით დაინტერესებული მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პროფესიული აქტივობა გაიმართა.
მაისი 09, 2026
08:00 AM
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, საქართველოს საპატრიარქოსა და სამედიცინო ცენტრს შორის
30 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელმაც ახალ სამმხრივ პარტნიორობას ჩაუყარა საფუძველი.