პროფესორ იაცეკ შჩეპიეტოვსკის კსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

23 დეკემბერს ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის (პოლონეთი) დერმატოლოგიის, ვენეროლოგიისა და ალერგოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ იაცეკ შჩეპიეტოვსკის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
იაცეკ შჩეპიეტოვსკი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტთან პარტნიორობის ინიციატორია. მისი ხელშეწყობით განვითარდა ორმხრივი თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის, კერძოდ: გაცვლითი პროგრამით ისარგებლეს როგორც სტუდენტებმა, ისე ადმინისტრაციულმა და აკადემიურმა პერსონალმა, სამომავლოდ კი მხარეებს შორის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო პროექტები იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ იაცეკ შჩეპიეტოვსკის სამეცნიერო ხელმძღვანელობით და აქტიური მონაწილეობით კსუ-ში ჩატარდა „ზაფხულის სკოლა დერმატოლოგიაში“, ასევე, მისი ხელშეწყობით კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი პირველად ჩაერთო „ერასმუს +“ პროექტში.
პროფესორი შჩეპიეტოვკი წლებია აქტიურად მოღვაწეობს როგორც აკადემიურ, ისე ადმინისტრაციულ პოზიციებზე. არის დერმატოლოგიისა და ფსიქიატრიის ევროპული საზოგადოების პრეზიდენტი. ის არის 700-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 17 წიგნის ავტორი.
საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭების ღონისძიებაზე აუდიტორიას მიესალმნენ კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ღონისძიების მოდერატორი - სესილი გოგიბერიძე; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი - კახაბერ კორძაია; ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი - პიოტრ პონიკოვსკი; მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი - მაგდა თორთლაძე; მედიცინის დოქტორი, პროფესორი - ლალი მეკოკიშვილი.
საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭების შემდეგ იაცეკ შჩეპიეტოვსკიმ წაიკითხა ლექცია თემაზე: Itch 2020 – Interdisciplinary Phenomenon (ქავილი 2020 - ინტერდისციპლინარული მოვლენა).
ღონისძიება ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით გაიმართა.
პროფესორ იაცეკ შჩეპიეტოვსკის CV
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.
დეკემბერი 11, 2025
01:00 PM
AI Startup Winter 2025-2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იგეგმება ახალი, ინოვაციური ღონისძიება „AI Startup Winter 2025-2026“, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გაცნობას და AI-ზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნა-განვითარებას.