• dateოქტომბერი 07, 2026
    time02:00 PM

    CIU-ში პროფესიული გადამზადების პროგრამის „მეღვინე-ტექნიკოსი“ ახალი მიღების პრეზენტაცია გაიმართა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    6 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კორპუსში გაიმართა პროფესიული განათლების ცენტრის პროფესიული გადამზადების პროგრამის - „მეღვინე-ტექნიკოსი“ - სასწავლო პროცესის გახსნის ღონისძიება.

    CIU-ს პროფესიული განათლების ცენტრი (დირექტორი - თეა ოსეფაშვილი) უნივერსიტეტში  2023 წლის იანვარში შეიქმნა, განათლების სისტემის მომავალი განვითარების პერსპექტივისა და პროფესიული განათლების სისტემაში ინტეგრაციის მიზნით. ამ მხრივ, პირველი ნაბიჯია ამ სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება სამი წლის ვადით: 2024 წლის 8 აგვისტოს, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის „პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს“ გადაწყვეტილებით, რაც ასევე, სახელმწიფოს მიერ აღირებული სერტიფიკატის გაცემის უფლებასაც მოიცავს.

    ამ დრომდე ცენტრმა 2024-2026 წლებში უკვე 7 სასწავლო კურსი განახორციელა და ამჟამად, კი 8 პროგრამა მიმდინარეობს.

    6 ოქტომბრიდან  „მეღვინე-ტექნიკოსის“ პროგრამის მე-4 მიღების სწავლება დაიწყო, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ-დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ.  

    პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „მეღვინე-ტექნიკოსი“ ჩარიცხულია 10 მსმენელი. პროგრამის ხანგრძლივობაა 10 კვირა. მისი განხორციელება დაგეგმილია, როგორც უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, ასევე, ოკამის საწარმოში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. აღაიანში. 

    გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელები, პროგრამის განმახორციელებელი პირები, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტისა და საწარმოს წარმომადგენლები, ასევე ცენტრის დირექტორი.

    სხვა სიახლეები