CIU-ში პროფესიული გადამზადების პროგრამის „მეღვინე-ტექნიკოსი“ ახალი მიღების პრეზენტაცია გაიმართა
6 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კორპუსში გაიმართა პროფესიული განათლების ცენტრის პროფესიული გადამზადების პროგრამის - „მეღვინე-ტექნიკოსი“ - სასწავლო პროცესის გახსნის ღონისძიება.
CIU-ს პროფესიული განათლების ცენტრი (დირექტორი - თეა ოსეფაშვილი) უნივერსიტეტში 2023 წლის იანვარში შეიქმნა, განათლების სისტემის მომავალი განვითარების პერსპექტივისა და პროფესიული განათლების სისტემაში ინტეგრაციის მიზნით. ამ მხრივ, პირველი ნაბიჯია ამ სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება სამი წლის ვადით: 2024 წლის 8 აგვისტოს, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის „პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს“ გადაწყვეტილებით, რაც ასევე, სახელმწიფოს მიერ აღირებული სერტიფიკატის გაცემის უფლებასაც მოიცავს.
ამ დრომდე ცენტრმა 2024-2026 წლებში უკვე 7 სასწავლო კურსი განახორციელა და ამჟამად, კი 8 პროგრამა მიმდინარეობს.
6 ოქტომბრიდან „მეღვინე-ტექნიკოსის“ პროგრამის მე-4 მიღების სწავლება დაიწყო, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ-დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ.
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „მეღვინე-ტექნიკოსი“ ჩარიცხულია 10 მსმენელი. პროგრამის ხანგრძლივობაა 10 კვირა. მისი განხორციელება დაგეგმილია, როგორც უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, ასევე, ოკამის საწარმოში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. აღაიანში.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელები, პროგრამის განმახორციელებელი პირები, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტისა და საწარმოს წარმომადგენლები, ასევე ცენტრის დირექტორი.
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 09, 2026
12:00 PM
ტრენინგების სერია მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე, ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული პროექტის - ENPARD IV-ის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ეგიდით, სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული სესიები იმართება.
ოქტომბერი 08, 2026
08:00 PM
შემოდგომის სემესტრის სტიპენდიის კონკურსი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „წარმატებულ სტუდენტთათვის სტიპენდიის, ერთჯერადი ჯილდოს გაცემისა და სხვა სახის წახალისების წესის“ თანახმად ცხადდება შემოდგომის სემესტრის სტიპენდიის კონკურსი.
ოქტომბერი 08, 2026
11:00 AM
მიღება პროფესიულ პროგრამაზე - „თბილისის გიდი“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „თბილისის გიდი“.







