ფსიქოთერაპევტ ლალი ბადრიძის საჯარო ლექცია
10 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტის, ფსიქოთერაპევტ ლალი ბადრიძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - „წარმატების ალგორითმი“.
მან შეხვედრა წარმატების, როგორც თანმიმდევრული და გაცნობიერებული პროცესის განხილვას დაუთმო. სპიკერმა დეტალურად ისაუბრა პიროვნული რესურსების აღმოჩენის, შინაგანი ბალანსის შენარჩუნებისა და მოტივაციის როლზე. ლექციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიზნების ფორმირებისა და მათი განხორციელების ფსიქოლოგიურ ასპექტებს. „წარსული უკვე წასულია, მომავალი ჯერ არ დამდგარა, ცხოვრება არის აქ და ახლა. დავაფასოთ ის, რაც გვაქვს. გვქონდეს მიზანი, იმედი, მივდიოდეთ ამ მიზნისკენ, ვიცხოვროთ დღევანდელი დღით და გამოვიყენოთ წარსული გამოცდილება“, - აღნიშნა ლალი ბადრიძემ.
შეხვედრამ ინტერაქციულ რეჟიმში ჩაიარა. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ პრაქტიკული რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ მართონ საკუთარი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა კარიერული განვითარების გზაზე და როგორ აქციონ დასახული მიზნები რეალობად.
ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, თამარ ინასარიძემ გახსნა. აუდიტორიას მიესალმა ასევე უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსი, გურამ ლილუაშვილი.
შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთულ შეხვედრას სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.
სხვა სიახლეები
მარტი 11, 2026
08:00 AM
გაცვლითი პროგრამა ჩონამის ეროვნულ უნივერსიტეტში (სამხრეთ კორეა)
2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ჩონამის ეროვნულ უნივერსიტეტში.
მარტი 05, 2026
10:00 AM
კონფერენციის პროგრამა/თეზისები
12-13 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს მესამე...
მარტი 04, 2026
01:00 PM
მარიამ მარღიას დისერტაციის საჯარო დაცვა
2026 წლის 20 მარტს, 13:00–ზე, მულტიმედია ცენტრის პანორამაში (პირველი კორპუსის მე-10 სართული) შედგება მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ მარიამ მარღიას დისერტაციის „ახალგაზრდობის თემატიკა თანამედროვე ქართულ რეგიონულ ბეჭდურსა და სამაუწყებლო მედიაში (2020-2024 წლები)“ საჯარო დაცვა.









