ნანა ვასაძის საჯარო დაცვა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2026 წლის 13 თებერვალს, 12:00 საათზე, მულტიმედია ცენტრის პანორამაში (პირველი კორპუსის მე-10 სართული) შედგება მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ნანა ვასაძის საჯარო დაცვა თემაზე: „დანაშაულის გაშუქების თავისებურებები თანამედროვე სატელევიზიო მედიაში (საქართველოს, ნორვეგიის და იტალიის შედარებითი ანალიზი) 2013-2023 წლები“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
ხათუნა კაჭარავა - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
ოფიციალური რეცენზენტები:
ზაზა ცოტნიაშვილი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი მედიის მიმართულებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;
ლაურა კუტუბიძე - ჟურნალისტიკის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
იხილეთ ნანა ვასაძის ავტორეფერატი
სხვა სიახლეები
მარტი 25, 2026
01:30 PM
CIU-მ ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორს უმასპინძლა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში Erasmus+ აკადემიური მობილობის ფარგლებში განხორციელდა სასწავლო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტმა უმასპინძლა ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორს, მარია ვესოლოვსკას.
მარტი 25, 2026
01:00 PM
თინათინ გოგაშვილის წიგნის პრეზენტაცია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის, უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ თინათინ გოგაშვილის ახალი მონოგრაფიის: „BASICS OF CHANGE MANAGEMENT. Architect of the Future: Rebooting Organizations“ (ცვლილებების მენეჯმენტის საფუძვლები. მომავლის არქიტექტონიკა: ორგანიზაციების გადატვირთვა) პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიება ორგანიზაციული მენეჯმენტის თანამედროვე გამოწვევებისა და სისტემური ტრანსფორმაციის საკითხების განხილვის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა.
მარტი 25, 2026
11:00 AM
CIU-ს სტუდენტები Erasmus+ პროგრამით ბულგარეთში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლას ბულგარეთში, ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტში აგრძელებენ.