• dateმარტი 12, 2026
    time01:00 PM

    მიღება თერაპიული სტომატოლოგიის რეზიდენტურის პროგრამაზე

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის პროგრამაზე თერაპიულ სტომატოლოგიაში.

    მისაღები ადგილების რაოდენობა: 1;

    საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 12 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით

    სართული I, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი, საკონტაქტო პირები

    ლელა გრიგოლია, ტელ: 599178709; უჩა მეტრეველი, ტელ: 571197776.

    კონკურსანტებთან გასაუბრება გაიმართება 23 მარტს 15:00 საათზე.

    რეზიდენტურის პროგრამაზე ჩარიცხვა მოხდება ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდაში მიღებული ქულის შესაბამისად. თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება გასაუბრების შედეგებს, სადაც კრიტერიუმები განისაზღვრება შემდეგი სახით:

    ა) ინგლისური ენის ცოდნა - 2 ქულა;

    ბ) კონფერენციებში მონაწილეობა - 2 ქულა;

    გ) საექიმო გამოცდილება - 2 ქულა;

    დ) მოტივაცია და ზოგადი უნარები - 2 ქულა.

    რეგისტრაციისთვის წარმოსადგენია შემდეგი საბუთები:

    ა) განცხადება;

    ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

    გ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგი (მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა);

    დ) დიპლომის ასლი;

    ე) კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

    ვ) საექიმო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

    სხვა სიახლეები