მიღება სამაგისტრო პროგრამებზე

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
სამართლის სამაგისტრო პროგრამა
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 80 ადგილი;
- სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
- მიღების წინაპირობა: სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი; სპეციალობის შიდა გამოცდა.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 40 ადგილი;
- სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
- მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 15 ადგილი;
- სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი
- მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 40 ადგილი;
- სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
- მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 30 ადგილი;
- სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
- მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
საერთაშორისო მარკეტინგის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 10 ადგილი;
- სწავლის წლიური საფასური: 3500 ლარი;
- მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა და B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში. (სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა დაწეროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ შედგენილი ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტი).
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 25 ადგილი;
- სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
- მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
საბუთების მიღება განხორციელდება 2020 წლის 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში მისამართზე: თბილისი, ჩარგლის ქ. #73.
სპეციალობაში გამოცდა ჩატარდება 11-12 სექტემბერს.
უნივერსიტეტში რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსია (დისკით);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი / ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
- B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში (იმ პროგრამებზე, სადაც მიღების წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნა). სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა დაწეროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ შედგენილი ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტი.
გამოცდის ფორმის, ჩასაბარებელი მასალისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
- სამართლის სამაგისტრო პროგრამა;
- საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა;
- მედიის კვლევები და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა;
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა;
- საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა;
- ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა .
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.
დეკემბერი 11, 2025
01:00 PM
AI Startup Winter 2025-2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იგეგმება ახალი, ინოვაციური ღონისძიება „AI Startup Winter 2025-2026“, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გაცნობას და AI-ზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნა-განვითარებას.